„აგროსფეროს“ ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამებისთვის კიდევ 10 სტუდენტი შეირჩა

„აგროსფეროს“ ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამებისთვის კიდევ 10 სტუდენტი შეირჩა

access_time2023-04-18 16:39:41

კიდევ 10 შერჩეული სტუდენტი – „აგროსფერო“ ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს აგრძელებს

 

„აგროსფეროსგან“ სტიპენდია კიდევ 3 სტუდენტს გადაეცემა

 

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“, გასული წლის მსგავსად, გამოავლინა 3 სტუდენტი, რომლებსაც ერთწლიან სტიპენდიას გადასცემს. ამასთან ერთად, სტიპენდიატებს და მაღალი მოსწრების მქონე კიდევ 7 სტუდენტს საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე და გამოცდილ გუნდთან ერთად შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა.

 

„აგროსფერომ“ სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები გასულ წელს წამოიწყო და ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 10 სტუდენტს ცოდნის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, მათგან სამს კი სტიპენდიასაც გადასცემს. პროგრამებს კომპანია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

„ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობის მიცემა, მოტივირება და იმ სტუდენტების წახალისებ, რომელთაც ეს სფერო ნამდვილად უყვართ. ვიმედოვნებთ, რომ „აგროსფეროს“ პროგრამები სოფლის მეურნეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას შეუწყობს ხელს და, ამასთანავე, უზრუნველყოფს მათ წინსვლასა და განვითარებას“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.


 

„აგროსფეროს“ სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული უნივერსიტეტის III-IV კურსის აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის  სტუდენტებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები მონაწილეთა მაღალი მოსწრება და მოტივაციაა.

 

შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით გაივლიან. პროგრამა მოიცავს პრაქტიკის გავლას „აგროსფეროს“ სერვის ცენტრებში, კომპანიის სპეციალისტებთან ერთად ფერმერებთან კონსულტაციის პროცესის გაცნობას, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოყვანასა და წარმოებაში მონაწილეობის მიღებასა და სხვა აქტივობებს. მიმართულებებს მონაწილეები, თავიანთი სპეციალობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თავად აირჩევენ.

 

„აგროსფერო“ 18 წელზე მეტია ქართველ ფერმერებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით უზრუნველყოფს. კომპანია ეფუძნება თანამედროვეობის კონცეფციას და ფერმერებისთვის დარგში არსებული ახალი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ინოვაციური პროდუქციის იმპორტისა და დისტრიბუციის გარდა, „აგროსფეროს“ გუნდი ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც და საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ეხმარება. სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამები კი მან 2022 წლიდან წამოიწყო და მათ გაგრძელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.

 

 

 

 (R)

 

 

 



თეგები:
აგროსფერო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up