აგროტურისტული ფესტივალი “ჭიათურა 2022”

აგროტურისტული ფესტივალი “ჭიათურა 2022”

access_time2022-06-02 14:05:15

4 ივნისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, იმერეთი აგროს მხარდაჭერით აგროტურისტული ფესტივალი “ჭიათურა 2022” გაიმართება. იმერეთი აგროს მხარდამჭერი კი ჯორჯიან მანგანეზია.
ღონისძიება ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართება.
აგროტურისტული ფესტივალი მიზანი ადგილობრივი აგრო პროდუქტების წარმოჩენა, დარგში მიმდინარე პროექტებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია-პოპულარიზაციაა, ასევე ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და ჭიათურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.



ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ამასთან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე ბენეფიციარების მიერ დამზადებული აგრო პროდუქციის ყიდვა და დაგემოვნება.



ფესტივალზე, 30-მდე მეწარმე წარმოადგენს ადგილობრივ პროდუქციას, მათ შორის ღვინოს, ყველს, ჩაის, თაფლს და სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს. მეწარმე ზურა მაჩიტიძე კი მოძრავი თონის საშუალებით პურს გამოაცხობს. ასევე, გამოფენის ერთ ნაწილში გამოფენილი იქნება ტურისტული ლოკაციების ფოტო მასალა.




იმერეთი აგროს სტენდზე წარმოდგენილი იქნება სანერგე მეურნეობის პროდუქცია.
იმერეთი აგროს მმართველი მენეჯერის ცისანა ხარაზიშვილის განცხადებით, ფესტივალის მხარდაჭერით მათ სურთ ჭიათურის რაიონის აგრო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. „ჭიათურა მართლაც გამორჩეული მხარეა იმერეთში და იმერეთი აგროს მიზანია, ერთ მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ თავიანთი მეურნეობები და მეორე მხრივ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჭიათურის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც დამატებითი შესაძლებლობაა რეგიონის პოპულარიზაციისათვის.“
პროგრამა:


11:00 საათი - ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე ბენეფიციარების აგროტურისტული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, ტურისტული ლოკაციების ფოტო-გამოფენა.
11:30 საათი - გახსნა.



12:00 საათი - ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.


14:00 - 18:00 საათი - ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე ბენეფიციარების აგროტურისტული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.


იმერეთი აგროს მხარდამჭერია ჯორჯიან მანგანეზი.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up