აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე სს “ელმავალმშენებლის” უძრავ და მოძრავ აქტივებს ყიდის.
აუქციონზე, რომელიც 9 მარტსაა ჩანიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 48 811 025 ლარს შეადგენს.
ირკვევა, რომ გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია შენობა ნაგებობები, რომლებიც საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება, კერძოდ: დაურეგისტრირებელი რკინის ნაგებობა (კონსტრუქცია), რომელიც წარმოადგენს ქვიშის სამრეცხაოს. მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია დაურეგისტრირებელი შენობა ნაგებობა რომელიც წარმოადგენს ტრანსფორმატორის ნაგებობას. ასევე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთსართულიანი დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობები.
აღსანიშნავია, რომ ელმავალმშენებელი ქარხანა ბოლო რამდენიმე წელია გაჩერებულია.
გასაყიდი ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: