აღსრულების ეროვნული ბიურო „სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“ 70%-იან წილს ყიდის

აღსრულების ეროვნული ბიურო „სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“ 70%-იან წილს ყიდის

access_time2023-04-04 20:30:30

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო „სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“ 70%-იან წილს ყიდის. აუქციონი 10 აპრილსაა ჩანიშნული და კომპანიის 70%-იანი წილს საწყისი ღირებულება 630 750 ლარია.


აუქციონის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პერლიტის მოპოვებასთან დაკავშირებით „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“ ლიცენზიას არ ფლობს და ის პერლიტს შპს ,,ჯც“-სთან გაფორმებული ლიცენზიის იჯარის ხელშეკრულებით მოიპოვებს, რომლის მოქმედების ვადა 2026 წლის 17 ოქტომბერს იწურება.


კომპანიას აქტივები სულ 2,313,333.00 ლარს შეადგენს ( მიმდინარე აქტივები - 510,099.00 ლარის, კერძოდ: ნაღდი ფული სალაროში -262.00 ლარი, ფული საბანკო ანგარიშზე - 111.00 ლარი, დებიტორული დავალიანება 15782.00 ლარი, სასაქონლო მარაგები/ნედლეული - 475,488 ლარი, წინასწარ გაწეული ხარჯები (წინასწარ გადახდილი იჯარა, რეკლამა, დაზღვევა და სხვა) – 18456.00 ლარი. გრძელვადიანი აქტივები - 1,806,234.00 ლარის, კერძოდ: ავეჯი და ოფისის მოწყობილობა - 11,365.00 ლარი, მოწყობილობა და დანადგარები - 435,872.00 ლარი, სატრანსპორტო საშუალებები - 237,168.00 ლარი, უძრავი ქონება - 131,559.00 ლარი, მიწა - 990,000.00 ლარი).



კომპანიის ვალდებულებები კი სულ 1,115,049.00 ლარია (მიმდინარე ვალდებულებები - კრედიტორული დავალიანება (მომწოდებლებისათვის გადასახდელი თანხები) – 228,800.00 ლარი, საგადასახადო ხარჯები (ხელფასები, იჯარა, დაზღვევა, კომუნალური და სხვა) – 187,126.00 ლარი, ავანსად მიღებული შემოსავლები - 659,123.00 ლარი, მოკლევადიანი სესხები - 40,000.00 ლარი. გრძელვადიანი ვალდებულებები ბალანსზე არ ერიცხება).


საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“-ში 70%-იან წილს ფლობს ქეთევან ვახტანგიშვილი, 10%-ს თამარ დვალიშვილი, 10%-ს ქეთევან კვარაცხელია, ხოლო დარჩენილ 10%-ს ალექსანდრე კვარაცხელია.


შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წელს დაფუძნდა. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, კომპანია ახორციელებს პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას. პერლიტის საბადო მდებრეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის „ფარავნის“ სიახლოვეს.


სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია პერლიტის ბლოკებისა და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის, რომელიც შეესაბამება „ეკო სახლისა“ და „თბილი სახლის“ თანამედროვე სტანდარტებს, სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up