AGU - ანტარქტიდის ე.წ. განკითხვის დღის მყინვარ Thwaites-ზე წელიწადში 45 მილიარდი ტონა ყინული დნება

AGU - ანტარქტიდის ე.წ. განკითხვის დღის მყინვარ Thwaites-ზე წელიწადში 45 მილიარდი ტონა ყინული დნება

access_time2021-12-17 20:30:00

ამერიკის გეოფიზიკური კავშირის (AGU) მკვლევარებმა მყინვარ Thwaites-ის (ტუეიტსის) აღმოსავლეთ ნაწილზე დიდი ბზარები აღმოაჩინეს, რამაც შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე წელში ყინულის შელფის სრული დაშლა გამოიწვიოს. გამაფრთხილებელი განცხადება AGU-ს მკვლევარებმა ვირტუალურ ბრიფინგზე გააკეთეს.



100-მდე მეცნიერთა ჯგუფი უკვე მესამე წელია, ანტარქტიდის ამ საკვანძო მყინვარის შელფს აკვირდება. დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარი Thwaites დედამიწაზე ყველაზე ფართოა, რომელიც, დაახლოებით, 120 კმ-ზე არის გადაჭიმული. ყინულის სისქე 800-დან 1200 მ-მდეა. Thwaites-ს ზოგჯერ „განკითხვის დღის მყინვარად მოიხსენიებენ, რადგან მისმა ნგრევამ შესაძლოა, ანტარქტიდაზე მყინვარების ნგრევის კასკადი გამოიწვიოს. გაყინული კონტინენტის ბოლოდროინდელი კვლევების პროგნოზით, მყინვარის დასასრული მოსალოდნელზე ადრე დადგება.



ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეებში გაძლიერებული დათბობის წყალობით, Thwaites-მა 2000 წლიდან 900 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყინულის წლიური დანაკარგი გაორმაგდა და ამჟამად ის წელიწადში, დაახლოებით, 45 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს, ვიდრე დათოვლვის შედეგად იღებს.




AGU-ს ერთ-ერთი მკვლევარის, ტედ სკამბოსის თქმით, Thwaites-ის მყინვარი მთლიანად რომ დადნეს, ოკეანეში ჩაღვრილი წყლის შედეგად, ზღვის დონე მთელს მსოფლიოში 65 სმ-ზე მეტად მოიმატებს, ხოლო თუ ეს პროცესი მიმდებარე მყინვარებსაც ჩაითრევს, ამან შესაძლოა, ზღვის დონის 3 მ-მდე აწევა გამოიწვიოს.



AGU-მ სატელიტური გამოსახულებებიც წარმოადგინა, რომლებიც Thwaites-ის აღმოსავლეთ შელფზე გამავალ რამდენიმე დიდ დიაგონალურ ნაპრალს ასახავს. აღმოსავლეთ შელფზე გიგანტური ბზარი ორი წლის წინ გამოჩნდა, ხოლო ბოლოდროინდელი სატელიტური სურათების სერიამ აჩვენა, რომ განგრძობადი ნაპრალი პირდაპირ იმ ადგილს მიადგა, სადაც მკვლევარები სეზონზე თავიანთი საველე სამუშაო ადგილის მოწყობას გეგმავდნენ.



bpn.ge

თეგები:
ანტარქტიდა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up