აღურიცხავი შემოსავლები, მივლინებებზე გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და სხვა დარღვევები განათლების სამინისტროში

აღურიცხავი შემოსავლები, მივლინებებზე გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და სხვა დარღვევები განათლების სამინისტროში

access_time2020-01-16 13:20:35

აღურიცხავი შემოსავლები, მივლინებებზე გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და სხვა დარღვევები განათლების სამინისტროში.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აუდიტის დროს გამოვლინდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელთა შორის აღსანიშნავია სახელმწიფო უნივერსიტეტებში და სამინისტროს სიპ-ებში გამოვლენილი დარღვევები.


აუდიტის მიხედვით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის კონტროლირებულ ერთეულებს (სკოლები, უმაღლესი სასაწავლებლები, კოლეჯები და სხვ.) შორის განხორციელდა შიდაჯგუფური ოპერაციები: ზოგად საგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტების დაფინანსება, კოლეჯების დაფინანსება პროექტის “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა”, ფარგლებში და ა.შ. აღრიცხვის ინსტრუქციის თანახმად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ელიმინირდეს ცენტრალურ აპარატსა და კონტროლირებად ერთეულებს შორის მომხდარი შიდაჯგუფური ოპერაციები. გამოვლინდა, რომ კონსოლიდაციის პროცესში არ არის ელიმინირებული/გამორიცხული ამ ოპერაციების მიხედვით მიღებული დაფინანსება და გაწეული ხარჯები შემდეგი პროგრამული კოდების მიხედვით 706,762,446 ლარის ოდენობით.


ამასთანავე, აღნიშნული ფაქტი არ არის მითითებული განმარტებით შენიშვნებში. შედეგად, კონსოლიდირებული ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში ? ფორმაN2-ში გაზრდილია დარიცხული შემოსავალი და ხარჯი 706,762,446 ლარის ოდენობით.


აღურიცხავი შემოსავლები


აუდიტის ანგარიშით, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული სახსრები ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული არ აქვს დარიცხვის მეთოდით. შედეგად, შემცირებულია 2018 წლის შემოსავალი ფორმა 2-ში?32,910 ლარით.



სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს სააღრიცხვო რეგისტრების შესაბამისად 14,380 ლარით შემცირებულია სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული შემოსავალი და შესაბამისად, დებიტორული დავალიანება. 


უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის ნულოვან სართულზე 28 47,6 კვ.მ ფართზე განთავსებულია და ფუნქციონირებს კაფეტერია/ბუფეტი, რომლის მუშაობას უზრუნველყოფს კერძო კომპანია. აუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული ფართის იჯარით გაცემაზე უნივერსიტეტს 2018 წელს ელექტრონული აუქციონი გამოცხადებული არ ჰქონია. 2018 წელს აუდიტორულმა კომპანიამ აღნიშნული ფართის საიჯარო გადასახადი შეაფასა წლიურ ? 2,052 ლარად (ყოველთვიური გადასახადი ? 171 ლარის ოდენობით), რაც უნივერსიტეტის მიერ არ არის აღიარებული შემოსავლად. 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სპორტული მოედნებისა და დარბაზების საათობრივი გაქირავებიდან მისაღები შემოსავლების გაანგარიშებით და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, გამოვლინდა 3,577 ლარის აღურიცხავი შემოსავალი, შესაბამისად, ამავე თანხით შემცირებულია ორგანიზაციის დებიტორული დავალიანებაც.


მივლინებებში არაკანონიერად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები


აუდიტის სამსახურმა ასევე შეისწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 25 აგვისტოს N02-1967 ბრძანებით, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისთვის დამტკიცდა ქვეყნის გარეთ და შიგნით მივლინებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სადღეღამისო ნორმებს ზემოთ დანამატი:


1.სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად უნივერსიტეტის რექტორის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებისას ? 100 ლარის ოდენობით.


2. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ რექტორი 100 ევრო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 70 ევრო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბიბლიოთეკის დირექტორი, დეკანი 50 და ინსტიტუტის დირექტორი 50 ევრო


უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, ზედმეტად ანაზღაურებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების ხარჯი 18,555 ლარი, საიდანაც 3,073 ლარი სასტუმროს დაქირავების ხარჯია.


ასევე, განათლების სამინისტროს ზოგიერთ სსიპ-ში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ანაზღაურდა მივლინებების მუხლით გაწეული სადღეღამისო და სასტუმროს ხარჯები, კერძოდ:300 000-იანი კონტრაქტი ზარალზე გასულ კომპანიასაუდიტის სამსახურის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ 2018 წლის 19 დეკემბრის N603 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა შპს “სპორტმშენსერვისისათვის” კაპიტალში შენატანი  300,000 ლარის ოდენობით, ქ. თბილისში ასაშენებელი “ჭიდაობის სახლის” საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადაერიცხა შპს-ს 2018 წლის 21 დეკემბერს.


აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გამოვლინდა, რომ შპს-სთვის აღნიშნული თანხის გადარიცხვა განხორციელდა არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის, კაპიტალში შენატანის სახით სახსრების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ამ განკარგულებით გათვალისწინებული რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი, შემდეგია: საწარმოს ბოლო 3 წლის (აუდირებული) ანგარიშგებიდან, 2 წელიწადში მაინც არ აქვს ზარალი. შპს “სპორტმშენსერვისმა” კი ბოლო სამი წლიდან (2015-2017 წლები) 2 წელი დაასრულა ზარალით.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up