აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი იყო - გოგიტა თოდრაძე

აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი იყო - გოგიტა თოდრაძე

access_time2022-10-04 22:00:03

აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი იყო, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შეინიშნებოდა ზრდა, — ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად განაცხადა. 


„8 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია 37%-ით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 35%, ამის პარალელურად გაიზარდა ტვირთის დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელიც. გარდა ამისა მშენებლობის სექტორი იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, ასევე ინფრასტრუქტურული მშენებლობა. გაზრდილია სასტუმროების და რესტორნების სექტორის მიმართულებაც, რაც დაკავშირებულია ვიზიტორების ზრდასთან. გარდა ამისა საფინანსო სექტორი და კომერციული ბანკების მიერ მიღებული შემოსავლები იყო მთავარი კონტრიბუტორი აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში და ასევე ვაჭრობის სექტორი. 


თუმცა ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს იყო დამამუშევებელი მრეწველობა და მინერალური წყლების კომპონენტი. სადაც შემცირებულია ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“,  აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.


საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მსხვილ, მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ დღგ-ს შექმნაში მონაწილეობის მიღების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღგ-ს უდიდესი ნაწილი ძირითადად მატერიალური წარმოების სექტორებში იქმნება.



„მსხვილი ბიზნესის წილი საერთო ბრუნვაში საკმაოდ მაღალია და 50%-საც კი აღემატება, მსგავსი კატეგორიის 400-მდე კომპანიაა. დღგ-ს უდიდესი ნაწილი ძირითადად მატერიალური წარმოების სექტორებში იქმნება, მაგალითად დამამუშავებელ მრეწველობაში და მშენებლობაში ვიდრე ვაჭრობის და სხვა მსგავს დარგებში. სერვის სექტორი უფრო ნაკლები კონტრიბუტორია, რადგან ეკონომიკის ზომა ფასდება შექმნილი დამატებული ღირებულებით და არა ბრუნვის მეშვეობით“,  ამბობს გოგიტა თოდრაძე.


მისი თქმით, სექტემბრის გაზრდილ ინფლაციაზე სურსათის, უალკოჰოლო სასმელების და კერძო სკოლების სწავლის გადასახადის გაზრდილმა ფასმა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა.


„სექტემბრის ინფლაცია უფრო მაღალია ვიდრე აგვისტოში იყო და 11.5% შეადგინა. ზრდა ძირითადად განპირობებულია სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტების ფასების ზრდით. მაგალითად გაზრდილია სწავლის გადასახადი, აქ ძირითადად საუბარია კერძო სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების გადასახადის ზრდაზე. ასევე აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში და სწორედ ეს ჯგუფი იყო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი მაჩვენებლის ჩამოყალიბების შემთხვევაში. თუმცა საწვავი მინუსით იყო წარმოდგენილი“,   აღნიშნავს გოგიტა თოდრაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up