აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ბინის ქირა, წლიურად, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა

აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ბინის ქირა, წლიურად, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა

access_time2022-09-22 12:40:00

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბინის ქირა თბილისში, წლიურად, 79%-ით არის გაზრდილი, ბინის გასაყიდი ფასი კი 27%-ით.


როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი, გიორგი მჟავანაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კვადრატულ მეტრზე ფასი 24.8 ლარით გაიზარდა.


როგორც ის აღნიშნავს, ბინის ქირის 79%-იან ზრდაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის არის საქართველოში რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების ჩამოსვლა.


„2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ბინის ქირა 79%-ით არის გაზრდილი - კერძოდ, კვადრატულ მეტრზე 24.8 ლარით. ფასის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ 79%-იანი ზრდიდან, რაც დოლარში გვაქვს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 2/3 მოდის მიგრაციაზე. მიგრაცია, რომ არ ყოფილიყო, საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა, დაახლოებით 25%-ით იქნებოდა გაზრდილი ქირა და არა 79%-ით. წლიურად 25 %-ით იმიტომ გაიზრდებოდა, რომ ქირა მნიშვნელოვნად დაეცა პანდემიურ წლებში, 2021 წლის მეორე კვარტლიდან მიმდინარეობდა ეკონომიკის აღდგენა, რეგიონში დასაქმებულები ბრუნდებოდნენ თბილისში, ბათუმშიც დაიწყო ტურისტული ნაკადების აღდგენა, რაც დადებითად მოქმედებდა ქირაზე.



ქირა ისედაც გაიზრდებოდა, თუმცა მიგრაციამ ეს პროცესი დააჩქარა და 25%-იანი ზრდის ნაცვლად, 79-80%-იანი ზრდა გვაქვს.


მეორე ფაქტორია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა წელს და გასულ წელსაც. მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენა და პანდემიური პერიოდიდან გამოსვლა ყველაფერზე მოქმედებს. აგვისტოში ასევე დაემატა სტუდენტების დაბრუნების ეფექტი, რაც სწავლის დაწყებას უკავშირდება. რასაც ვხედავთ, ამან სოციალური პრობლემები წარმოშვა. ეს დადებითად იმოქმედებდა, მაგრამ სავარაუდოდ, ამან მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა ქირის ფასზე, რადგან სტუდენტების მსყიდველუნარიანობა და გადახდისადმი უნარიანობა შედარებით დაბალია. ასევე, თვიდან თვემდე რომ შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო.


მინდა ასევე, აღვნიშნო ლარის კურსი, ლარის გამყარება დოლართან მიმართებაში. ეს დოლარში გამოსახულ ქირასა და გასაყიდ ფასზე დადებითად მოქმედებს. თუ დოლარში ქირის ზრდა გვაქვს 79%, ლარში არის 60%. თუ გაყიდვის ფასზე ვისაუბრებთ, გაყიდვის ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ ბინის ქირა აგვისტოს მონაცემებით 79%-ით გაიზარდა დოლარში, დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი ბინის გასაყიდი ფასი თბილისში“, - აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.



ipn.ge



თეგები:
ქირა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up