2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.