აგვისტოს სტატისტიკაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება

აგვისტოს სტატისტიკაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება

access_time2022-08-16 17:00:11

2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს.


„საქსტატის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.


„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან შემოსული ნაკადების კიდევ უფრო ზრდა დაფიქსირდება აგვისტოს სტატისტიკაში, რაც ყირიმში ბოლო დროს განვითარებულ მობლენებს უკავშირდება.


„სელექციური შედარება არ არის სწორი. ჩვენ შედარება უნდა გავაკეთოთ ან 2019 წელზე, თუ გვინდა რომ რეალური რეგენერაციის ტემპი დავინახოთ, ან სწორება უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა მოკლე ვადიანი და პოპულისტური დასკვნები გავაკეთოთ უნდა შევადაროთ 202„1 წლის ანალოგიურ პერიოდთან.



სელექციურად ხან ერთი სამიზნე ავირჩიოთ ხან მეორე ეს უკვე არასწორია.


თუ დავიწყებთ არსებული მაჩვენებ;ლების 2019 წელთან შედარებას ცალსახაა რომ რეგენერაციის ტემპით 50%-ზეც არ ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმიდან ნაკადებიც და შემოსავლები ნაკლებია და ნახევარიც კი არ არის ნორმალური საანგარიშო პერიოდის. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია რა რეალობაშიც ვიმყოფებით და ეს რეალობა არის უამრავი ადამიანი შემოდის არა როგორც ტურისტი არამედ შემოდის დროებითი თავშესაფრისთვის და უკეთესი საცხოვრებელი გარემოს საპოვნელად. ესენი არიან რუსები და ბელორუსები, და მცირედი რაოდენობა უკრაინელების.


მთლიან დინამიკაში თუ შევხედავთ თუ აქამდე ჭარბობდა მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ტრანზიტები იმიტომ რომ არ გვინდა ადრეც ვატარებდით ტურიზმის სტატისტიკაში მაგრამ მაშინ ცალსახა იყო რომ ამ სამი ქვეყნის კომბინაციის უმეტესობა იყო მაინც ტრანზიტი. თუ აქამდე ტრანზიტში სამი ქვეყანა იყო დომინანტი:თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი ამ შემთხვევაში უკვე რუსეთი გვყავს.


უკრაინაში ომის გამო ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა შემოვიდა საქართველოში , ამას დაემატა ტურისტულ სეზონზე შემოსული ადამიანები და პლუს ტრანზიტი. საკმაოდ დიდი ნაკადები რუსეთიდან წამოვიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში მათ შორის თურქეთშიც, ვიცით რომ თურქეთთან რუსეთს უვიზო მიმოსვლა აქვს და ძალიან ბევრს ვისაც შესაძლებლობა არ ჰქონდა ძვირადღირებული დასვენებით დიდი ხნით დაესვენა და საზღვაო მიმოსვლაც არ იყო, სწორედ ამიტომ საქართველოს გავლით წამოვიდნენ.


საბოლოო ჯამში ომის დაწყების დღიდან რუსეთის 350 ათასიდან 400 ათასამდე მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, რისი დიდი ნაწილიც 100 ათასზე მეტია ვინც შემოვიდა დარჩა და ეს ხალხი შესაძლოა დარჩნენ აქ 3 თვე 6 თვე თუ ერთი წელი.


გასათვალისწინებელია ყირიმის ფაქტორიც. ყირიმში აფეთქებამ გამოიწვია ნაკადების ზრდა და ეს უკვე ასახვას უფრო აგვისტოს სტატისტიკაში პოვებს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება“,  აცხადებს ვატო ასათაშვილი. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up