აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციამ 58.2%, საშუალო საპროცენტო განაკვეთმა კი 5.45% შეადგინა

აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციამ 58.2%, საშუალო საპროცენტო განაკვეთმა კი 5.45% შეადგინა

access_time2022-10-04 20:00:20

2022 წლის აგვისტოში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 6.35 მლრდ ლარით (თვიურად 2,985.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 41.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.


„სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 17.9%-ით გაიზარდა, მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით. კერძოდ, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ლარის სადეპოზიტო ვალდებულებები 790.6 მლნ ლარით (4.7%-ით) გაიზარდა და 17.5 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების დეპოზიტების მატებამ განაპირობა, რომლის მოცულობაც წინა თვესთან შედარებით 359.5 მლნ ლარით გაიზარდა. ამავდროულად, საბანკო სისტემის დეპოზიტებს სამთავრობო სექტორის დეპოზიტებიც ზრდიდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 371.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მატება ძირითადად ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის“,  ნათქვამია ანგარიშში.



ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.07 პპ გაიზარდა და 5.45% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ შემცირდა და 7.7% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე - 0.04 პპ-ით, 0.7%-მდე შემცირდა. რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, რაც მეტწილად ლარისა და ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ განაპირობა. კერძოდ, ლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთმა წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით მოიკლო და 12.0% შეადგინა, ხოლო ევროს ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.15 პპ-ით, 0.5%-მდე შემცირდა. დოლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.05 პპ-ით გაიზარდა და 1.1% შეადგენს.


„უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან არ შეცვლილა და 58.2% შეადგენს. აგვისტოს ბოლოს, იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.1 პპ-ით შემცირდა 47.4% შეადგინა, თუმცა ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.9 პპ-ით გაიზარდა და 73% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციამაც მოიმატა და წინა თვესთან შედარებით 1.3 პპ-ით, 69.3%-მდე გაიზარდა“,  აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

თეგები:
დეპოზიტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up