აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა - PMC Research

აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა - PMC Research

access_time2022-09-19 14:00:57

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ვიზიტორების მიერ საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა. 2022 წლის აგვისტოში სხვაობა შემოსვლისა და გასვლის რაოდენობას შორის, მსგავსად წინა თვეებისა, ყველაზე მაღალი რუსების შემთხვევაში აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ საუბარია PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ პუბლიკაციაში.


PMC Research-ის მონაცემების თანახმად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდე რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა საქართველოს ტურისტულ ადგილებზე და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის გაზრდილი ფასები. 


„2016-2020 წლების განმავლობაში, ყოველ მესამე კვარტალში აჭარაში ვიზიტების რიცხვმა,საშუალოდ, საერთაშორისო ვიზიტების 42%, ხოლო ადგილობრივი ვიზიტების 14.9% შეადგინა.



2022 წლის ზაფხულში, სასტუმროების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ფასების განსაკუთრებული ზრდა აჭარის რეგიონში შეინიშნებოდა. სასტუმროს საშუალო ფასი რეგიონში 2019 წელთან შედარებით 16%, 2021 წელთან შედარებით კი 25%-ით გაიზარდა. ბათუმში კი ზაფხულის საშუალო ფასები, შესაბამისად, 17% და 23%-ით გაიზარდა.



2022 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2022 წლის ივლისთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით - 15.8%-ით. აღსანიშნავია, რომ წლიური ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის აღმოჩნდა (36.3%).


საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის აგვისტოში 195.5%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 32.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 178.5%- ით გაიზარდა (2022/2021) და 31.7%-ით შემცირდა (2022/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 135.8%-ით გაიზარდა (2022/2021) და 22.6%-ით შემცირდა (2022/2019).


2022 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (213 261 ვიზიტით), სომხეთი (138 471 ვიზიტით) და თურქეთი (103 548 ვიზიტით). საქართველოს მსხვილ ტურისტული ბაზრებს შორის, საუდის არაბეთიდან (94.3%), ბელარუსიდან (91.3%) და ყაზახეთიდან (21.1%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან (2.6%) 2019 წლის ამ პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა“,  აცხადებენ PMC Research-ში.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელარუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა.


სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 3.6 ათასს გაუტოლდა, ხოლო ბელარუსისთვის კი - 2.9 ათასს. 2022 წლის მარტი-აგვისტოს განმავლობაში რუსეთიდან დაახლოებით 228 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის 37 და 29 ათასი იყო5. ამ პერიოდში სხვაობა (ანუ მეტი შემოსვლა, ვიდრე გასვლა) განსაკუთრებით მაღალი იყო რუსებისთვის, რომელსაც მოსდევდა უკრაინა და ბელარუსი. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up