აგვისტოში საქართველოში პირადი ჰიგიენის ნაწარმი გაძვირდა

აგვისტოში საქართველოში პირადი ჰიგიენის ნაწარმი გაძვირდა

access_time2022-09-12 22:00:00

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჰიგიენური საშუალებების ფასმა, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა, მედიკამენტებმა კი დაიკლო.


კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქონლის ფასმა 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 40,42%-ით მოიმატა მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასნამატი 16,62% იყო. რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ამ ჯგუფის ნაწარმის ფასი 13,40%-ით იყო მომატებული, ხოლო 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, - 11,40%-ით.


ფასების საგრძნობი მატებაა დაფიქსირებული პირადი ჰიგიენის ნაწარმის შემთხვევაშიც.


კერძოდ, „საქსტატიდან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირადი ჰიგიენის ნაწარმმა 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 34,59%-ით მოიმატა, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასნამატი 12,55% იყო.


ამავე ჯგუფის ნაწარმზე რაც შეეხება 2022 წლის აგვსიტოს, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ამ ჯგუფის ნაწარმის ფასი 11,47%-ით იყო მომატებული, ხოლო 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, - 8,67%-ით.


რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,30%-ით არის მომატებული, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით -2,82%-ით კლება ფიქსირდებოდა. ამასთან, 2022 წლის აგვისტოს 2021 წლის დეკემბერთან შედარებითაც -4,24%-ით კლება აღინიშნებოდა. 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი, ფასნამატი 11,46% იყო.



რაც შეეხება კონკრეტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად სარეცხი საპნის ფასი გაიზარდა - 35,11%-ით, ასევე გაზრდილია ტუალეტის საპნის ფასი - 17,86%-ით. დეოდორანტების ფასი გაიზარდა 20,15%-ით; სახის საცხი - 21,35%-ით; ბავშვის ჰიგიენური საფენები - 15,76%-ით. 15.52%-ით არის გაზრდილი ტუალეტის ქაღალდი; 16,85%-ით შამპუნი, ხოლო 10,18%-ით - თმის საღებავი; 11.17%-ით სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები; -0,09%-იანი კლება ფიქსირდება ფრჩხილის ლაქის ფასის შემთხვევაში.


რაც შეეხება სხვა ნაწარმს, ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებების ფასი ამავე პერიოდში მომატებულია 9,77%-ით; ქაღალდის ხელსახოცები - 7,42%-ით; მტვრის საწმენდი ტილოები - 11,24%-ით. საპარსი პირი - 3,22%-ით; კბილის ჯაგრისი - 4,77%-ით; საპარსი კრემი - 7,32%-ით; კბილის პასტა - 3,21%-ით; ტუჩის საცხი - 0,95%-ით; ერთჯერადი ცხვირსახოცი - 10,13%-თ.


რაც შეეხება ფასების დინამიკა 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, შემდეგი იყო: სარეცხი საპონი - 13,01%; სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები - 8,45%; ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებები - 9,42%; ქაღალდის ხელსახოცები - 16,65%; მტვრის საწმენდი ტილოები - 17,63%; საპარსი პირი - 5,16%; კბილის ჯაგრისი - 14,56%; ტუალეტის საპონი - 13,46%; საპარსი კრემი - 9,45%; კბილის პასტა - 10,59%; შამპუნი - 7,77%; ფრჩხილის ლაქი - 7,35%; ტუჩის საცხი - 4,79%; თმის საღებავი - 6,16%; სახის საცხი - 10,27%; დეოდორანტი - 13,09%; ქალის ჰიგიენური საფენები - 11,42%; ტუალეტის ქაღალდი - 7,64%; ერთჯერადი ცხვირსახოცი - 5,81%; ბავშვის ჰიგიენური საფენები - 3,28%.


რაც შეეხება მედიკამენტების ჯგუფს, „საქსტატიდან“ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ფასებმა საგრძნობლად დაიკლო.


კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი დაკლებულია -6,18%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - -7,28%-ით; ანტიბიოტიკები - -3,40%-ით; ვიტამინები - -9,08%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები -3,89%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ფასი - 1,26%-ით.


რაც შეეხება ფასების დინამიკას 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი მომატებული იყო -16,24%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 15,13%-ით; ანტიბიოტიკები - 0,10%-ით; ვიტამინები - -6,84%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები -11,81%-ით; ხოლო ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ფასი - 6,07%-ით.


ინტერპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up