რომის პაპის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება, მისი კანადაში ვიზიტის შემდეგ დაიწყება და შესაძლოა ის კიევში აგვისტოში ჩავიდეს.
ამის შესახებ არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა ვატიკანისტ იგნაციო ინგრაოსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რომის პაპი დარწმუნებულია, რომ თუ ის უკრაინაში ვიზიტს შეძლებს, ამას დადებითი შედეგი მოჰყვება.
„მან თქვა, რომ წავა უკრაინაში და ყოველთვის მზად იყო ჩასულიყო მოსკოვში და შეხვედროდა რუსეთის ხელისუფლებას“, - აღნიშნა არქიეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს რომის პაპმა ფრანცისკემ კანადაში ვიზიტის შემდეგ, კიევსა და მოსკოვში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ვატიკანმა რუსეთს პირველად ჰკითხა ვიზიტის შესახებ რამდენიმე თვის წინ, მოსკოვმა უპასუხა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ იყო.