"აია სოფიაში" 86-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა. მეჩეთადგადაკეთებულ ტაძარში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მივიდა.
სტამბოლის გუბერნატორმა, ხალხმრავლობის გამო, რამდენიმე ქუჩა და მეტროსადგური დაკეტა. თავად აია სოფიაში მლოცველებისთვის ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმოთ.
ხალმხრავლობაა კომპლექსის გარე პერიმეტრზეც. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააგო. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს, თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.
მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია სოფიას ეს სტატუსი გააუქმა და კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.
1tv.ge