,,აიცერი და მოიგეში’’ მთავარი პრიზი - 100 000 ლარი გათამაშდა. ვინ არის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი?

,,აიცერი და მოიგეში’’ მთავარი პრიზი - 100 000 ლარი გათამაშდა. ვინ არის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი?

access_time2022-01-08 12:10:23

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის  ,,აიცერი და მოიგეს’’ შემაჯამაბელი გათამაშება 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 1 222 349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის ყველაზე იღბლიანი 27 წლის  ანა ნოზაძე აღმოჩნდა.  ანა ნოზაძე ფაიზერის ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა მისი ვაქცინაცია ყველაზე დიდი ინვესტიცია აღმოჩნდებოდა. ანა ნოზაძემ ,,აიცერი და მოიგეს’’ შემაჯამებელ გათამაშებაში 100 000 ლარი მოიგო.

ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად თბილისში ლილოს დასახლებაში ცხოვრობს, ის დროებით უმუშევარია. მოგებული თანხით ანა კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს, ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუთვითცნობიერებია თუ როგორ გაუმართლა, ,,შოკში ვარ, 31 დეკემბერს ქუჩაში ვიყავი, და ტელეფონზე ვსაუბრობდი, როდესაც შემომავალი ზარით ერთიდაიგივე ნომერმა რამდენჯერემე დამირეკა, საუბარს რომ მოვრჩი თავად გადავრეკე აღნიშნულ ნომერზე, საიდანაც სრულიად წარმოუდგენელი ფრაზა მოვისმინე - ,,ანა ნოზაძე ბრძანდებით? გილოცავთ თქვენ ,,აიცერი და მოიგეში 100 000 ლარი მოიგეთ!’’ თავიდან მეგონა ვიღაც მეხუმრებოდა, თუმცა შემდეგ გათამაშების სტუდიას დამაკავშირეს და მივხვდი, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ნამდვილად ხდება’’.

ახალი წლის ღამეს მოგებული 100 000 ლარი ანა ნოზაძეს საზეიმოდ 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გადაეცა და ამით ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ  ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლითიმართებოდა, ლატარიაში მთლიანობაში მოგებულია 2 700 000 ლარი, მოგება კი გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.

ყოველკვირეულად თამაშდებოდა 10 000, 5000, 1500 და 1000 ლარი, ხოლო ყოველდღიურად 500 და 100 ლარის ფულადი პრიზები.


ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ინიციატორი გახლდათ საქართველოს მთავრობა, ხოლო პროექტის ოპერატორი ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’. 

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ასევე სპეციალური პრიზებით - დააჯილდოვებს იმ  კაბინეტის წარმომადგენლებს,  რომლებმაც  100 000 ლარის მოგებულ მოქალაქეს ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up