„აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“ - როგორ ანაწილებს მსოფლიო გასაყიდად გამოუყენებელ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებზე და რა ეტაპზეა საქართველო

„აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“ - როგორ ანაწილებს მსოფლიო გასაყიდად გამოუყენებელ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებზე და რა ეტაპზეა საქართველო

access_time2022-12-13 23:55:13

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში საკვების ერთი მესამედი არამიზნობრივად იხარჯება - საუბარია ვადის გასვლასთან მიახლოებულ ან წარმოებისას დასმულ დეფექტიან პროდუქტზე, რომელიც გაყიდვაში აღარ ჩაეშვება. ასეთი პროდუქტების რიცხვი შეერთებულ შტატებში 40%-მდე მოდის, რაც საკმარისია 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.

 

გამოუყენებელ საკვებს საკმაოდ ცუდი შედეგები მოაქვს პლანეტისთვის: ნარჩენების დაშლის შედეგად გამოიყოფა მეთანი. გაეროსვე მონაცემებით, სურსათის ნარჩენები ცალკეული ქვეყანა რომ იყოს, ეს იქნებოდა მსოფლიოში სათბურის გაზის მქონე სიდიდით მესამე ქვეყანა, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ.

 

საბედნიეროდ, ინოვაციური ორგანიზაციები პოულობენ გზებს, რათა აღადგინონ და გადაანაწილონ მსგავსი ტიპის საკვები გაჭირვებულ ადამიანებზე.

 

2016 წლის თებერვალში საფრანგეთმა მიიღო კანონი სურსათის ნარჩენებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ნიშნავდა, რომ სუპერმარკეტებს ეკრძალებოდათ გაუყიდველი საკვები პროდუქტების განადგურება და იძულებულნი გახდნენ შეეწირათ იგი. ეს კანონი იყო საკვების ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის ამოსავალი წერტილი მისი განადგურების აკრძალვით და დონაციის ხელშეწყობით. მიღების შემდეგ, მისი ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი დადგენილებებითა და კანონებით.




Aloha Harvest - ჰავაის შტატის ყველაზე დიდი არაკომერციული სურსათის ნარჩენების კომპანია. 1999 წლიდან ჯგუფმა გადაარჩინა და გაავრცელა თითქმის 11 მილიონი კილოგრამი (24 მილიონი ფუნტი) საკვები.

 

City Harvest ნიუ-იორკში ყოველდღიურად აგზავნის 26 მაცივარ-სატვირთო მანქანას, რათა აიღოს საკვები თითქმის 2500 ფერმიდან, რესტორნიდან და სასურსათო მაღაზიიდან. შემდეგ კი ამ საკვებს აწვდის ასობით უფასო სასადილოს, კვების ობიექტსა და საზოგადოების კვების პროგრამებს.

 

OzHarvest - ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გახსნა ავსტრალიაში პირველი „გადარჩენილი საკვების“ სუპერმარკეტი სიდნეიში, რომელიც ფუნქციონირებს ლოგიკით - „აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“.



The Real Junk Food Project York - იღებს საკვებს სუპერმარკეტებიდან, რესტორნებიდან, საბითუმო მოვაჭრეებიდან, კვების ბანკებიდან მას სკოლებს, ორგანიზაციებსა და გაჭირვებულ პირებს უნაწილებს. კომპანია დიდ ბრიტანეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის ანგარიშზე მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლეა.

 

Second Harvest - არის კანადის უმსხვილესი სურსათის სამაშველო ორგანიზაცია. ჯგუფი აღადგენს გაუყიდავ საკვებს ფერმებიდან და რესტორნებიდან და მას 1000-ზე მეტ სოციალური მომსახურების ორგანიზაციას უნაწილებს.

 

განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ დიდი რაოდენობით საკვების განადგურების პრობლემა აუცილებლად ამ გზით უნდა მოგვარდეს და დაუშვებელია მათი გადაყრა-განადგურება.


საქართველო ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში ვერ მოხვდა, რადგან ქვეყანაში მსგავსი პროგრამა ან კომპანია არ არსებობს. მორჩენილი საკვები, რომელიც წარმოებისას მცირედით დაზიანდა ან რომელსაც ვადა უახლოეს მომავალში ეწურება, ნადგურდება. გაჭირვებულების საკვებით დახმარება მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირების ინიციატივით ხდება.

 

2021 წლის ბოლოს, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ინიციატივა, სურსათის ბანკის შექმნის შესახებ. მათი თქმით, რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. კანონი ძალაში 2022 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნებოდა შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია იქნებოდა მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩართულიყო.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, პროექტს სამი მხარე ეყოლება 1.რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, 2. საქველმოქმედო ორგანიზაციები და 3. სახელმწიფო.

 

წილოსანის თქმით, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.

 

როგორც წილოსანი ამბობდა, ქველმოქმედების საბოლოო მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, თუმცა შესაძლოა, ამგვარი პროდუქციის მიმღები მუნიციპალური სასადილოც იყოს.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოვა სისრულეში ინიციატივა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი წამოწყება ბევრი ადამიანის ყოფას შეამსუბუქებს.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ქართული მხარის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up