Covid19 პანდემიის შემდეგ პირველად, ავიაკომპანია Air Astana-მ ნურ-სულთანიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
„რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
ზაფხულის სეზონზე Air Astana, თბილისიდან ყაზახეთის ორი მიმართულებით (ალმატი, ნურ-სულთანი) ფრენებს კვირაში რვა სიხშირით შეასრულებს.
Air Astana-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ოპერირება 2012 წელს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წელს დაიწყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.