Air Georgia აშშ-ის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს, თუმცა სახელმწიფო რეესტრიდან მისი ერთადერთი Airbus-იც ამოღებულია

Air Georgia აშშ-ის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს, თუმცა სახელმწიფო რეესტრიდან მისი ერთადერთი Airbus-იც ამოღებულია

access_time2023-01-27 15:30:23

მიზეზი, რის გამოც გიორგი კოდუას Air Georgia აშშ-ს მიმართულებით ფრენებს ვერ იწყებს საჰაერო ხომალდის არ ქონაა.


როგორც „კომერსანტს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს მიერ შპს „აირ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 2022 წლის დეკემბერში  გაუქმდა, ვინაიდან შპს „აირ ჯორჯიას“ ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი - Airbus 330-343, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან მესაკუთრის მოთხოვნით იქნა ამოღებული.


„კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში საჰაერო ხომალდის არყოლა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთ პირდაპირ საფუძველს. აღსანიშნავია, რომ შპს „აირ ჯორჯიას“ კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების 2022 წლის ივლისში მინიჭებული უფლებამოსილებისა და სააგენტოში წარმოდგენილი 6-თვიანი ბიზნესგეგმის მიუხედავად, არ შეუსრულებია არც ერთი რეისი, “ განუცხადეს „კომერსანტს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.


სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც საკმაოდ ხანგრძლივ და კომპლექსურად მოსამზადებელ პროცესებთან არის დაკავშირებული:



„აქვე მოგახსენებთ, რომ ავიაციის სფეროში სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც საკმაოდ ხანგრძლივ და კომპლექსურად მოსამზადებელ პროცესებთან არის დაკავშირებული.  შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, სხვადასხვა დონეზე გაიმართა არაერთი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის, ბოლო ასეთი შეხვედრა გასული წლის ბოლოს შედგა, სადაც, მათ შორის, დეტალურად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების და ამ მიზნით, საავიაციო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.


ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ავიაკომპანიის მიერ აშშ-ს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებას ესაჭიროება სხვადასხვა ნებართვების მიღება აშშ-ის შესაბამისი უწყებებისგან. აქედან გამომდინარე, სააგენტო მოუწოდებს ავიაციის სფეროში ჩართულ სუბიექტებს, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და არ გაავრცელონ შეუსაბამო ინფორმაცია“, - აცხადებენ სააგენტოში.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყების გეგმებზე BMG-თან „ეარ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა გიორგი კოდუამ ისაუბრა. მისი თქმით, „ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. კოდუას განმარტებითვე, აღნიშნულზე კი დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.



''საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ,“ აცხადებს „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი, გიორგი კოდუა.



ამასთან, კოდუა აღნიშნავს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიურ კომპანიასთან, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.



თეგები:
Air Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up