Air Iveria საერთაშორისო მიმართულებებთან ერთად, შიდა ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავს

Air Iveria საერთაშორისო მიმართულებებთან ერთად, შიდა ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავს

access_time2023-04-12 13:00:03

2024 წლიდან ქართულ ავიაბაზარზე ახალი ეროვნული ავიაკომპანია - Air Iveria იწყებს ოპერირებას. კომპანიამ მარტში Air Bus-თან ექსკლუზიური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ახალი ეროვნული ავიაკომპანიის გეგმებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში კომპანიის თანადამფუძნებლებმა თენგიზ ტყეშელაშვილმა და ირაკლი გიორგობიანმა ისაუბრეს. მათი თქმით, Air Iveria საერთაშორისო მიმართულებებთან ერთად შიდა ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავს, მათ შორის ქუთაისის, მესტიისა და თელავის აეროპორტებში ოპერირებას.


„ჩვენი მიზანია, რომ სრულად და სწორად ავითვისოთ საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა, მათ შორის ქუთაისის, მესტიის, ბათუმის, თელავის აეროპორტების გაუმჯობესება-ათვისება. ლაპარაკია ასევე ახალი აეროპორტების მშენებლობაზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს, მათ შორის ანაკლიაში, შესაძლოა განხილული იქნას ქობულეთში აეროპორტის მშენებლობაც. შიდა ტურიზმის განვითარების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე საქართველოს შემოვლას 9-10 საათის ნაცვლად 1 საათში შევძლებთ,“ - განაცხადა თენგიზ ტყეშელაშვილმა.


ირაკლი გიორგობიანის თქმით, შემდეგი 2 თვის განმავლობაში კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების ფორმირება მოხდება და ამის შემდეგ მის იმპლემენტაციას დაიწყებენ.


 „ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლიდან დავიწყოთ ოპერირება. ურთიერთობა დავამყარეთ Air Bus-თან, გვინდა მათი გამოცდილება, ცოდნა გაგვიზიარონ, სწორად მოხდეს როგორც არსებული მიმართულებების, ასევე პოტენციური ბაზრები შეფასება. შემდეგი 2 თვის განმავლობაში უკვე ფორმირებული იქნება ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები და მერე მის იმპლემენტაციას დავიწყებთ და სავსებით რეალურია გეგმა, რომ 2024 წელს დავიწყოთ ოპერირება“, - აცხადებს Air Iveria-ს თანადამფუძნებელი ირაკლი გიორგობიანი.



მათი თქმით, Air Iveria-ს კონკურენტული უპირატესობა მგზავრის კომფორტზე და შეთავაზებულ სერვისზე ორიენტირებაა.


„ჩვენ სრულად ვიქნებით ორიენტირებული მგზავრის კომფორტზე და შეთავაზებულ სერვისზე. ახალი სიტყვა გვინდა ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე, ჩვენი კლიენტი არის ჩვენი მეფე. ეს არის ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა. ამ კუთხით ჩვენ კონკურენტებს კი არ უნდა შევეჯიბროთ, ახალი პროდუქტი უნდა შევქმნათ“, - განაცხადა თენგიზ ტყეშელაშვილმა.


მისივე თქმით, სბაზარზე ეროვნული ავიახაზების გამოჩენით აქართველოს რეგიონულ ჰაბად ქცევის პოტენციალი აქვს, ავიაკომპანიასთან ერთად, მასთან მიბმული „ეკოსისტემაც“ განვითარდება და ამით საქართველოს 2-დან 3 მლრდ დოლარამდე შეემატება.


„საქართველო გეოგრაფიულად კარგი მდებარეობა აქვს და აქვს პოტენციალი, რომ რეგიონულ-სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, გადაზიდვების ჰაბად იქცეს. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც ეკოსისტემას განავითარებს და შექმნის. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ავიაკომპანიასთან ერთად განვითარდება პირდაპირ და არაპირდაპირ მასთან მიბმული სექტორები, მათ შორის ინჟინერია, ტექნოლოგიური ბაზა, აეროპორტები, ლოჯისტიკური გადაზიდვის ცენტრები, მცირე და საშუალო ზომის ასაწყობი საწარმოები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ხელს უწყობს ჰუმანური კაპიტალის - მუშახელის პროდუქტიულობის ზრდას. ამით ჩვენს ქვეყანას შეიძლება შეემატოს 2-დან 3 მლრდ დოლარამდე ექსპორტიდან, რაც შეცვლის ქვეყანაში საგადასახადო ბალანსს და იმპორტის ქვეყნიდან გადავიქცევით ექსპორტის ქვეყნად,“ - აცხადებს თენგიზ ტყეშელაშვილი.


თეგები:
Air Iveria



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up