მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova ფრენების მორიგი გაუქმების შესახებ იტყობინება. გაუქმებულ მიმართულებებს შორის არის თბილისიც.
კომპანია მიზეზად კვლავ ოპერაციულ სირთულეს ასახელებს. მათი განცხადებით, კომპანიის ორი თვითმფრინავი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის, მესამე კი გეგმურ ტექნიკურ შემოწმებას გადის.
გაუქმებულია 2023 წლის 4 მარტის ფრენები: ვარშავა, ლონდონი
გაუქმებულია 2023 წლის 5 მარტის ფრენები: ფრანკფურტი, დიუსელდორფი, სტამბული, რომი, ბოლონია, დუბლინი, თბილისი.
გაუქმებულია 2023 წლის 6 მარტის ფრენები: ფრანკფურტი, მილანი, თელ-ავივი, ვარშავა.