მოლდოვურმა ავიაკომპანია Air Moldova-მ კიდევ ორი მიმართულებით გააუქმა ფრენა, საუბარია მაინის ფრანკფურტისა და მილანის მიმართულებებზე.
მანამდე Air Moldova-მა განაცხადა, რომ ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით გაუქმდა, რადგან ავიაკომპანიის ფლოტიდან ორი თვითმფრინავი ფრენისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო.
კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს გაუქმდა ფრენები ფრანკფურტისა და მილანის მიმართულებით. შესრულდა მხოლოდ რეისი თელ-ავივის მიმართულებით.
მგზავრებს სთხოვენ ყურადღებით დააკვირდნენ ფრენების განრიგში შესაძლო ცვლილებებს.