მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova თბილისის, პრაღის, ლონდონის, პარიზის და სტამბოლის მიმართულებით და პირიქით ფრენებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცლებს.
ავიაკომპანია ამის მიზეზად ოპერაციულ სირთულეს ასახელებს. მათი განცხადებით, კომპანიის ორი თვითმფრინავი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის.
"Air Moldova აქტიურად მუშაობს, რათა მოხდეს გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა და ფრენების გრაფიკის რეორგანიზება". – წერია განცხადებაში.