უძრავი ქონების გაქირავებისთვის შექმნილ პლატფორმაზე, Airbnb-ზე, ჯავშნების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, 104 მილიონი დღე-ღამის ჯავშანი დარეგისტრირდა, რაც ვებგვერდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
„მთლიანობაში, აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯავშნები 25%-ით გაიზარდა და 103.7 მილიონს მიაღწია“, - წერს BBC.
ამასთან, უძრავი ქონების დაქირავების ფასების ზრდის პროპორციულად, 58%-ითაა გაზრდილი კომპანიის შემოსავალიც.