საჰაერო ხომალდების მწარმოებელმა Airbus-მა, მომწოდებლებთან პრობლემების გამო, 2022 წელს მხოლოდ 661 თვითმფრინავის აშენება შეძლო. ამის შესახებ კომპანიის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, საიდანაც ამონარიდები სამშაბათს მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„2022 წელს 84 მომხმარებელს მივაწოდეთ 661 თვითმფრინავი, რაც ნიშნავს მოცულობის ზრდას 8%-ით, ეს ჩვენს დაგეგმილ მაჩვენებელზე ნაკლებია, მაგრამ ოპერაციებთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და პარტნიორებს ფინალური შედეგებისთვის“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ.
აშენებულ თვითმფრინავებს შორის 516 ერთეული იყო A320, 60 ერთეული - A350, 53 ერთეული A220 და 32 ერთეული A330.