აისვაინი - გაყინული ყურძნის ძვირადღირებული ღვინო, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა

აისვაინი - გაყინული ყურძნის ძვირადღირებული ღვინო, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა

access_time2021-11-03 15:00:29

აისვაინი ღვინოა, რომელიც გაყინული მტევნების დაწურვით მიიღება. გერმანული ამ ტექნოლოგიით ღვინის დამზადება საკმაოდ ძვირი ჯდება და საცალო ფასიც მაღალია. საქართველოში აისვანს კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ აწარმოებდა, რომელმაც არარენტაბელობის გამო ჩამოსხმა შეაჩერა.



ყურძენში 85% წყალია. ყინვის დროს წყალი იყინება, შაქარი არა, რის გამოც ქარხნული დამუშავების შედეგად 100 კგ ყურძნიდან ნაცვლად 70 ლიტრისა, მხოლოდ 20 ლიტრი რჩება. სიმცირეს ღვინის სიტკობოება და განსხვავებული გემო აბალენსებს. მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვასლისწინებაც, კერძოდ ყურძენი ახალშეყინულზე უნდა მოიკრიფოს, უმჯობესია თუ ყინვა -7 ან -8 გრადუსი იქნება. მოსავალი სწრაფად უნდა მოიკრიფოს და სწრაფადვე დაიწუროს.



ღვინის დაყენების 8000 წლოვანი ტრადიციისა და ვაზის ადგილობრივი 500-მდე ჯიშის მიუხედავად, აისვაინის კოპირებამ საქართველოში არ გაამართლა.



დამატებითი ინფორმაციისთვის კომერსანტი ღვინის ტექნოლოგ გიორგი ბარისაშვილს დაუკავშირდა. სპეციალლისტის განმარტებით, აისვაინის წარმოება კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა, არასტანდარტული პატარა ბოთლის (0.750 ლ-ს ნაცვლად 0.375 ლ) ფასი 60 ლარის ფარგლებში მერყეობდა რაც გაყიდვებს აფერხებდა, განსხვავებული გემოს მიუხედავად ქართულ აისვაინს ექსპორტზე გატანის შანსი არ ჰქონდა, რადგან გერმანულთან კონკურენციას ვერ გასწევდა. კონკრეტული სახეობის ღვინისთვის კონკრეტული ჯიშის - რისლინგის ყურძენი იყო აუცილებელი, რასაც სპეციფიკური ჰავა ესაჭიროებოდა და იგივე ყურძენს საქართველოში იგივე გემო ვერ ექნება.




ბარისაშვილის ინფორმაციით, „თელავის ღვინის მარანმა“ აისვაინის შემდეგ გვიანის წარმოება დაიწყო, რომელიც ნაწილობრივ ჰგავს აისვაინს, თუმცა მაინც სხვა ღვინოა.



კომერსანტთან საუბრისას გიორგი ბარისაშვილმა იმ დამატებით პრობლემებზეც ისაუბრა, რაც მოსავლის დეკემბერში მოკრეფასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, მოუვლელობის შემთხვევაში ყურძენი შეიძლება ხოხბებმა, ირმებმა ან ტურებმა შეჭამონ, რის გამოც პარკებით სათითაო მტევანს ფუთავენ.



კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ამ მიმართულებით, ღვინის ტექნოლოგმა აღნიშნა, რომ რაიმეს კოპირება არ ივარგებს და უფრო მომგებიანი ქართული ჯიშების განვითარება იქნება, მისი თქმით უნიკალური ჯიშებიდან ათვისებული მხოლოდ 5, მაქსიმუმ 7 პროცენტია, პოტენციალი კი ძალიან დიდია. ცალკე პრობლემას წარმოადგენს სახელდებებიც. „შამპანურისა“ და „კონიაკის“ დარქმევის უფლება საქართველოს არ აქვს, ტერმინი „ცქრიალა ღვინო“ ძალიან კარგია, მაგრამ „ბრენდი“ იაფფასიანი სასმელთან ასოცირდება და სხვა სახელის მოგონებაა საჭირო.



2020 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალმა 317 ათასი ტონა შეადგინა - ბოლო 17 წლის მაქსიმუმი, მათგან 224 ათასი ტონა თეთრი იყო, 93 ათასი ტონა შავი. ღვინის ექსპორტმა იმავე 2020 წელს $210 მლნ შეადგინა, სპირტიანი სასმელების - $132 მლნ. 2021 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტზე სულ $167 მლნ-ის ღვინო და $106 მლნ-ის სპირტიანი სასმელები გავიდა. სხვა ქვეყნებში ორნიშნა და სამნიშნა პროცენტული ზრდის მიუხედავად, ღვინის 60%-ზე მეტი კვლავ რუსეთში იყიდება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up