აივ ინფექციის ექსპერიმენტული ვაქცინის Mosaico-ს ცდები წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ მწარმოებელი კომპანია Janssen-ი იტყობინება, რომელი Johnson & Johnson-ის ჯგუფში შედის.
„კვლევის უსაფრთხოებისა და მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელმა საბჭომ (DSMB) დაადგინა, რომ კვლევის მონაწილეებს შორის აივ ინფექციის პროფილაქტიკაში ვაქცინა არ იყო ეფექტური, პლაცებოსთან შედარებით“, ნათქვამია Johnson & Johnson-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
კომპანიის ცნობით, მკვლევრებმა ტესტირება 2019 წელს დაიწყეს ევროპისა და ამერიკის 50-მდე ქალაქში. მონაწილე იყო 3900 მამაკაცი, რომლებიც ითვლებოდნენ აივ ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.
Mosaico-ს კვლევის მონაწილეებმა, 18-დან 60 წლამდე, მიიღეს ვაქცინის ან პლაცებოს ოთხი ინექცია. მონიტორინგის საბჭომ ორ საკვლევ ჯგუფს შორის აივ-ის გადაცემის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი განსხვავება ვერ აღმოაჩინა.