AK-AIR GEORGIA: ავიაბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია

AK-AIR GEORGIA: ავიაბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია

access_time2022-04-08 22:30:00

რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემა არაერთი მიმართულებით შექმნა. მათ შორის, გაძვირდა საავიაციო საწვავიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე ფასი შედარებით შემცირდა, ნიშნული მაინც მაღალია.


როგორც ცნობილია, თუ აქამდე 1 ტონა საწვავი 400-500 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი გაორმაგებულია.


„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა აისახება თუ არა საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებული საავიაციო ნავთის ფასი ავიაკომპანიების ბილეთებზე და როგორია მოლოდინები.



ავიაკომპანია AK-Air Georgia-ს დირექტორი ნინო ფერაძე აცხადებს, რომ მიუხედავად გაძვირებული ავიასაწავისა, ავიაბილეთებზე ფასი არც გაზრდილა და არც იგეგმება. „მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა, ამ დროისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას,“ - აცხადებს ფერაძე.


რაც შეეხება აქტივობას, ფერაძე აცხადებს, რომ ავიაბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მათ შორის არიან როგორც უცხოელი ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა.


შეგახსენებთ, ავიაკომპანია AK-Air Georgia ნატახტარი-მესტია-ნატახტარის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს (კვირაში-4-5 რეისი) ახორციელებს. ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარია. თავის მხრივ, ავიაკომპანია Vanilla Sky Georgia-ს შემადგენლობაში შედის, რომელიც ტურისტულ ბაზარზე 2008 წლიდანაა და მომხმარებელს ფართო სპექტრის მქონე არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, აქვს ავიატაქსის სერვისი, ტურისტული კომპანია, კომპლექსი ვანილა,ასევე ფლობს სასტუმროს და რესტორანს.


business-partner.ge

თეგები:
AK-AIR GEORGIA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up