აკაკი ცომაია - ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე - ევროპა მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეთქვა, არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ!

აკაკი ცომაია - ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე - ევროპა მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეთქვა, არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ!

access_time2022-03-25 15:40:00

ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს თუ არა, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დასავლეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.


როგორც აკაკი ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან მიმართებით რუსეთს ხრიკის გამოყენება სურდა, რისი გამოცნობაც ევროპისთვის მარტივი აღმოჩნდა.


„რუსეთის ეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი თუ სხვა მომწოდებლები გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიდნენ თუ მყარ ვალუტაში, ეკონომიკურად და შინაარსობრივად არაფერს ცვლიდა. ანუ ამით რუსეთი ეკონომიკურ ჭრილში არაფერს იგებდა, მაგრამ აქ,როგორც ჩანს, იყო ხრიკი. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინულია. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს სავარაუდოდ ანგარიშსწორება უნდა მოეხდინათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ანუ გაეცვალათ უცხური ვალუტა და რუბლი უნდა ეყიდათ, ამ რუბლით კი, შემდეგ გაზი ეყიდათ. ანუ ფაქტობრივად, დაარღვევდნენ იმ სანქციებს,რომელიც თავად დააწესეს. რუსეთს, როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაზეც მან შესაბამისი პასუხიც მიიღო. ახლა კი, რუსეთი, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დადგა. პირიქით, საბოლოო ჯამში, ამ ხრიკით მან უარესი შედეგი მიიღო, იმიტომ, რომ ევროპამ გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული ის ამ გაზისა და ნავთობის მიწოდებას ევროპისთვის შეწყვეტს თუ არ შეწყვეტს. გამოდის, რომ რუსეთს არ გაუვიდა ის, რაც უნდოდა რომ გასვლოდა. ეს იყო მისი მხრიდან ხრიკი, რომლის გამოცნობაც მარტივი იყო. ევროპა აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ეთქვა, ეს არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ და სანქციებს ჩვენ არ დავარღვევთ“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.


შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს.



მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.


„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა“, - განაცხადა ლაიენმა.


ipn.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up