აკაკი წერეთლის სახელობის ახლადრეაბილიტირებული  ბიბლიოთეკა  გამოფენით -  „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელობის ახლადრეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გამოფენით - „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა

access_time2021-09-06 15:30:00

ჭავჭავაძის N24-ში თბილისის აკაკი წერეთლის სახელობის რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია შარშან, თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით დაიწყო. რეაბილიტირებული სივრცე, დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად დაათვალიერა.


„ეს ბიბლიოთეკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი ისეა კეთილმოწყობილი, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს წიგნი. ჩვენ მსგავსი ტიპის ცვლილებები სხვა ბიბლიოთეკების შემთხვევაშიც გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ყველაფერი გავათანამედროვოთ და ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


განახლებული ბიბლიოთეკის დიზაინის ავტორები ზაზა იაშვილი და სოფიო მაჭავარიანი არიან. ფილიალი თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად განახლდა, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნებულია შენობის ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერის უნიკალური მხატვრობა. ბიბლიოთეკაში გამოყოფილია საბავშვო ზონაც და განახლებულია წიგნადი ფონდი.



რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა გამოფენით - „გერმანული ფერადი ენაა“. გამოფენა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა.


გამოფენა სამასამდე გერმანულენოვან გამოცემას აერთიანებს. მათ შორისაა, მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები და დარგობრივი ლიტერატურა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება გერმანული ენის სახელმძღვანელოები, სერია „საუკეთესო გერმანული წიგნები“ (Die schönsten deutschen Bücher) და გერმანული ლიტერატურის ქართული თარგმანები.


სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემლაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი დიტერ შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.




თეგები:
ბიბლიოთეკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up