აკაკი ზოიძე - „ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, „წითელას“ მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია

აკაკი ზოიძე - „ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, „წითელას“ მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია

access_time2022-02-04 22:00:00

ტყუილია ის, რომ ორი დოზა, მით უმეტეს, ახალი გაკეთებული არ იცავს, – ამის შესახებ ექსპერტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.



„ორი დოზის მერე, პირველი სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ზოიძემ.



მისი თქმით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა სასიცოცხლოდ აუცილებელია.



„ეს არ არის გადატანითი მნიშვნელობით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც არის 50 წელს ზემოთ. მათ რაც შეიძლება, სწარაფად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია, რათა „ომიკრონის“ ქვევარიანტის მეორე ტალღას, რომელიც დანიასა და ინგლისში შეინიშნება, მომზადებული შეხვდნენ და ბუსტერი თუ არა, მეორე დოზა მაინც ჰქონდეთ გაკეთებული“, – განაცხადა ზოიძემ.



გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ მივედით მასობრივ, უკონტროლო გავრცელებამდე და შეიძლებოდა თუ არა გარკვეული ზომების მიღება, რაც ეპიდვითარების ასე დრამატულად დამძიმებას თავიდან აგვაცილებდა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ეს „ომიკრონის“ შემთხვევაში ნამდვილად გაჭირდებოდა, რადგან რეალურად, ვერავინ შეძლო, წინ აღდგომოდა „ომიკრონის“ ტალღას.




„ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, წითელას მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, არის ის, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ ტალღას ვაქცინაციის აქტიური კამპანიით შებრძოლებოდა და მოზრდილი მოსახლეობის 43%-ის ნაცვლად, რომელიც დღეს გვყავს აცრილი, 70-60% გვყოლოდა, რაც შარშანდელი გეგმა იყო“, – განაცხადა ზოიძემ.



როგორც ექსპერტმა აღნიშნა, არსებობდა მოლოდინი, რომ „ომიკრონის“ გავრცელება ასეთი დიდი მასშტაბის იქნებოდა, თუმცა რიცხვების თვლას პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია.



„ამ ციფრებზე ლაპარაკს უკვე, იმდენად არც აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, უბრალოდ, რეკორდები ვითვალოთ, მაგრამ ამას პრაქტიკული დანიშნულება ნამდვილად არ გააჩნია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელზე რეაგირებაც გვჭირდება, არის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რამდენი ადამიანია ინტენსიურ თერაპიაში და რა თქმა უნდა, ყველაზე ტრაგიკული ციფრი არის ტრაგედიები, რომელიც სამწუხაროდ, გრძელდება და არ მცირდება. ყოველდღიურად 40-42 ადამიანის გარდაცვალება ამ ქვეყნისთვის ძალიან, ძალიან დიდი ციფრია. აი, ამაზე უნდა გავაკეთოთ რეაგირება და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზოიძემ.



მისივე თქმით, „ომიკრონის“ პიკს შედარებით მოკლე ხანგრძლივობა ახასიათებს და წესით, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ერთი თვის თავზე უნდა შემცირდეს, თუმცა, იმ პირობებში, როცა მოქალაქეების 2/3 აუცრელია, რთულია წინასწარმეტყველება, რომ ინფიცირების ძალიან დიდ მაჩვენებლებს იგივე ხანგრძლივობა ექნება, როგორიც სხვა ქვეყნებშია.



თამთა სანიკიძის კითხვაზე, დაასრულებს თუ არა „ომიკრონი“ კოვიდპანდემიას, ზოიძემ აღნიშნა, რომ ის კოვდპანდემიას დაასრულებს მხოლოდ აცრილი ადამიანებისთვის და აცრილი ქვეყნებისთვის, აუცრელებისთვის კი გაგრძელდება პანდემიური მოლოდინები, მძიმე შეზღუდვები და ისინი გააგრძელებენ პანდემიასთან რუსული „რულეტკის“ თამაშს.



„ტალღები გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიოს უფრო მეტი ნაწილი, 70-80% არ იქნება აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ენდემურ გრიპად გადაიქცევა და წინა პანდემიების ლოგიკით ეს ეპიდემიაც აქეთკენ მიდის. „ომიკრონი“ მართლაც დასასრულის დასაწყისია, მაგრამ დასასრულის დასაწყისია იმ ქვეყნებისთვის, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს. თუ ჩვენ ავიცერით, პანდემია დასრულდება ზაფხულში. თუ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს 90-95%-ით ავცრით, ჩათვალეთ, ეს პრობლემა მოიხსნება, თუ რაღაც ალოგიკური არ მოხდა და ვირუსმა ისეთი მუტაცია არ განიცადა, რომელიც სწრაფ გადადებასთან ერთად, უფრო საშიშ მიმდინარეობას გულისხმობს. იმ ლოგიკებით, რაც წინა პანდემიის დროს იყო, წესით, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა ამ მსოფლიოში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად, ჩვენ მივდივართ საიმედო დასასრულისკენ და ახლა დანებება, აუცრელობა არის ის, გამარჯვების წინ რომ კაპიტულაციას გამოაცხადებ, ან დაიღუპები. დაახლოებით, აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა ზოიძემ.



აკაკი ზოიძემ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური აღმავლობისთვის.



„ეკონომიკა არის მოლოდინები და თუ ქვეყანა არის 30%-ით ვაქცინირებული, იქ არავინ ფულს არ ჩადებს, მოლოდინები მუდმივად იქნება, როდის რა ჩამოიქცევა, როდის რამდენი ავადმყოფი გეყოლება და რამდენი დაგეღუპება პროდუქციულ ასაკში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up