რაც იქნება ჩვენი ჯანდაცვისთვის გამოწვევა, ეს იქნება, თუ მოიმატებს ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა, განაცხადა - ექსპერტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ.
„სახიფათო რაც არის - აუცრელი ადამიანები. მთავარია ჩვენ თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომელიც დიდ რესურსს მოითხოვს. თუ მოხდება გადატვირთვა, მერე უკვე დიდი ხიფათია, რომ შედარებით მსუბუქ შემთხვევებშიც რთულად წავიდეს სიტუაცია“, - განაცხადა ზოიძემ.
imedinews.ge