"აკეთი" 2022 წელს ჩაის ერთჯერად პაკეტებში გამოუშვებს

access_time2021-10-22 15:40:28

ქართული, ნატურალური გურული ჩაი “აკეთი“ წლის ბოლომდე ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა სერგო გაგუამ განუცხადა, მომავალი წლის მაისიდან ბაზარზე გამოჩნდება დამატებით 6-7 სახეობის ჩაი, მათ შორის იქნება მწვანე ჩაი და ასევე სხვადასხვა არომატით. ამ დროისთვის „აკეთი“ მხოლოდ შავი ჩაის აწარმოებს.

მისი განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილია ასევე ერთჯერად პაკეტებში რეალიზაცია, ამჟამად კი კომპანია მხოლოდ დასაყენებელი ჩაის რეალიზაციას ახდენს.

ჩაი „აკეთის“ თანამდაფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანიამ უკვე განახორციელა დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია.

გაგუას ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ლანჩხუთში წარმოებულ ქართულ ჩაის ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, ექსპორტზე გასვლას ვერ ახერხებს. „აკეთის“ მწარმოებელი მთავრობასაც მიმართავს და დახმარებას სთხოვს. კერძოდ, როგორც მეწარმე აცხადებს, კარგი თუ ქვეყანა მიიღებს კანონს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ კომპანიას თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა და ქართული ჯარი ქართული პროდუქციით მოამარაგოს.

“პროდუქციის რეალიზაციის დროს საკმაოდ დიდ პრობლემებს ვაწყდებით. ჩვენ ფასში ვერ ვუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ, უხარისხო ჩაის. აზერბაიჯანიდან, ირანიდან შემოაქვთ ჩაი, ფუთავენ და ყიდიან აქ იაფად, ჩვენი ჩაი შედარებით ძვირია და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ვეღარ იყიდება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, არ არის შესაბამისი ლაბორატორია. თუ ჩაის ხარისხი გაკონტროლდება, ვფიქრობ, ეს ქართული ჩაის რეალიზაციას შეუწყობს ხელს,” - აცხადებს გაგუა.


„აკეთის“ თანადამფუძნებელი ქსელურ მარკეტებთან არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ქსელური მარკეტები იმისთვის, რომ პროდუქცია მათ დახლზე განთავსდეს გარკვეული თანხის გადახდას წინასწარ ითხოვენ, ამის საშუალება კი მცირე კომპანიებს არ აქვთ.

„ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი არაერთ მაღაზიაში, თუმცა სამწუხაროდ, ქსელურ მარკეტებში შესვლას ვერ ვახერხებთ, მონოპოლიზებულია ყველაფერი,“ - აღნიშნავს სერგო გაგუა.

„აკეთის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჩაის რეალიზაციის გაზრდისთვის გააქტიურებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მათ შორისაა, ბაზარზე ასაწონი ჩაის შეტანა, დეგუსტაცია-გაყიდვა სკოლების ეზოებში ან მიმდებარე ტერიტორიებზე.

„აკეთი“ ბაზარზე 2 წელია რაც ფუნქციონირებს. 14 ადამიანს ასაქმებს ჩაის კრეფისთვის, ხოლო გადამუშავებას ამ ეტაპისთვის ოჯახის წევრების რესურსით ახერხებს.


Business-partner.ge


თეგები:
აკეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up