ალა პუგაჩოვა ყვითელ-ცისფერ სამოსში: თავისუფალი ვარ, ახალ წელს ვხვდები იმ ადამიანებთან, ვისაც სინდისი, პატივი და ღირსება გააჩნია

ალა პუგაჩოვა ყვითელ-ცისფერ სამოსში: თავისუფალი ვარ, ახალ წელს ვხვდები იმ ადამიანებთან, ვისაც სინდისი, პატივი და ღირსება გააჩნია

access_time2023-01-04 12:30:53

ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა და ისრაელში გადავიდა, წინასაახალწლოდ ვიდეო ჩაწერა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ალა პუგაჩოვა ამბობს, რომ ის ბედნიერი და თავისუფალი ადამიანია და ახალ წელს ახლობელ ადამიანებთან ერთად ხვდება.

 

 

ვიდეომიმართვა ინსტაგრამზე მომღერლის ერთ-ერთ ფან-ჯგუფში გავრცელდა. ვიდეოში მომღერალს ყვითელი ქურქი და ცისფერი შარვალი აცვია, ის ბაღში ზის და ამბობს, რომ ამ ახალ წელს მის გარშემო ისეთი ადამიანები არიან, ვისაც სინდისი, პატივი და ღირსება გააჩნიათ.

 

 

ჩემი გაგებით, ბედნიერება არის ის, რასაც ახლა ვგრძნობ: თავისუფალი ვარ, ოჯახი ჩემთანაა, ახალ წელს ვხვდები იმ ადამიანების წრეში, ვისაც ჩემი ესმის, ვისაც სინდისი, პატივი და ღირსება გააჩნია“ - აცხადებს პუგაჩოვა.



ალა პუგაგაჩოვას ვიდეომ და ყვითელ-ცისფერმა სამოსმა, რამაც უკრაინის დროშის ასოციაცია შექმნა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კრემლის მხარდამჭერებმა ალა პუგაჩოვა რუსეთის ღალატში დაადანაშაულეს.

 


ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე კომიკოსი მაქსიმ გალკინი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სისხლიანი ომის წინააღმდეგ გამოდიან და კრემლის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ.  წყვილმა რუსეთში არა მხოლოდ საკონცერტო საქმიანობა შეწყვიტა, არამედ ბიზნესებიც დახურა. რუსეთის ხელისუფლებამ მაქსიმ გალკინი უცხო ქვეყნის აგენტების სიაშიც შეიყვანა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up