ალბანეთის დედაქალაქმა ტირანამ იმ ქუჩას, სადაც რუსეთისა და უკრაინის საელჩოებია განლაგებული Free Ukraine დაარქვეს, - ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ალბანეთის დედაქალაქის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცა.
ქუჩას ადრე დონიკა კასტრიოტის სახელი ერქვა, რომელიც ალბანეთის ეროვნული გმირის სკანდერბერგის მეუღლი იყო.
ტირანას მერმა ერიონ ველიაჟმა განაცხადა, რომ ახალი სახელი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის შეხსენება იქნება და იქვე დასძინა, რომ რუსებს მოუწევთ მუშაობა, ცხოვრება და ფოსტის მიღება „Free Ukraine“-ის მისამართზე.
IPN.GE