2022 წლის 3 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 26 102 097 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგმა“ გადაინაცვლა, რომელიც წინა კვარტლის მონაცემებით პირველ ადგილზე იყო. სადაზღვევო კომპანიების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თიბისი დაზღვევა“ — 7,162,818 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 5,324,782 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 4,289,101 ლარი,
სს „ნიუ ვიჟენ“ დაზღვევა — 1,813,039 ლარი,
სს „პსპ დაზღვევა“ — 1,257,445 ლარი.
2022 წლის 3 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 40 092 ერთეული შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 6,751;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 5,954;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 5,009;
სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 4,843;
სს უნისონი - 4,186.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7% არის დაზღვეული.