ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320,000 ლარი აუნაზღაურა

ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320,000 ლარი აუნაზღაურა

access_time2023-04-10 16:15:45

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი 320 ათას ლარი სრულად აუნაზღაურა.


ლუდსახარში ზედაზენის საწარმო, საგურამოში გასული წლის ზაფხულში ძლიერი ნალექის შედეგად ნაწილობრივ დაიტბორა. დაზიანდა საწარმოს, როგორც შიდა ისე გარე ტერიტორია.


ქართული ლუდის კომპანია ბიზნესთან დაკავშირებული რისკების სრული დაზღვევით სარგებლობდა, რის საფუძველზეც საწარმომ, ალდაგის მხარდაჭერით, სრულფასოვნად შეძლო ზიანის აღდგენა.



„ქართული ლუდის კომპანიამ“ ალდაგთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას ვეხმარებით ზიანის შემცირებაში და ხელს ვუწყობთ, რომ დანაკარგების გარეშე გააგრძელოს ოპერირება და ბაზრის ქართული პროდუქციით დაკმაყოფილება. ამ მასშტაბის ზიანის აცილება, გვჯერა, რომ მხოლოდ დაზღვევით არის შესაძლებელი და გვიხარია, რომ ქართულ კომპანიებს შორის რისკების დაზღევევა სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.


„საწარმოს ოპერირებისას მნიშვენლოვანია სწორი და საიმედო სადაზღვეო პარტნორის ყოლა, ზარალის დადგომისას, განსაკუთებით სტიქიური მოვლენის წინაშე, ყველა უძლურია .სწორედ ქართული ლუდის კომპანიას და სადაზღვეო კომპანია ადლაგის თანამშრომლობის შედეგად შევძელით, რომ მოკლე დროში აღგვედგინა საწარმოს სრულფასოვანი ციკლი და ჩვენი ბიზნესიასთვის აქტიურ სეზონზე მომხარებლისათვის  შეუფერხებელი მიგვეწოდებინა საწარმოში დამზადებული პროდუქცია“   სს. ქართული ლუდის კომპანიის დირექოტორი - კახაბერ კოტრიკაძე

 

 (R)



თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up