„ალეკო აღარ გვისმენს!“ – ელისაშვილი საპენსიო საკითხებზე საგნობრივ საუბარს გაურბის

„ალეკო აღარ გვისმენს!“ – ელისაშვილი საპენსიო საკითხებზე საგნობრივ საუბარს გაურბის

access_time2021-10-22 15:50:39

წინასაარჩევნოდ გააქტიურებული საპენსიო სესხის პროცენტის საკითხი პოლიტიკურმა პარტიებმა და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დღის წესრიგში უკანა პლანზე უკვე გადაწიეს. ყოველ შემთხვევაში, თუკი მათი ნარატივი და საარჩევნო რგოლებიც კი, ხშირად ამ თემატიკაზე იყო აგებული, სადღეისოდ ასე აღარ არის. პრინციპში, ის პოლიტიკური პარტიები და პერსონები, რომლებიც საპენსიო თემატიკის წინ წამოწევით ცდილობდნენ ამომრჩევლის გულის მოგებას, თავად არინ საარჩევნო პროცესის, ამ შემთხვევაში, მეორე ტურების მიღმა დარჩენილი და როგორც უკვე მიგვაჩვიეს, თემატიკაც მივიწყებას მისცეს…

ამ ეტაპზე, ერთადერთი გამონაკლისი, პარტია „მოქლაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 19 ოქტომბრის საღამოს, ტვ „პალიტრის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ მეორე ტურის შემდეგ, ნოემბერში, საპენსიო სესხის პროცენტი შემცირდება.

ცხადია, „ბანკები და ფინანსებს“ მისი ეს განცხადება ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ჩვენ უფრო მეტის გაგება მოვინდომეთ. კერძოდ, გვაინტერესებდა, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა ამ სიახლეს ბატონი ალეკო, რა შეხვედრები შედგა, რა ფორმატში განიხილება ეს საკითხი, რამდენით შემცირდება, რის ხარჯზე შემცირდება და ა.შ.

განხორციელებული ბევრი მცდელობის შემდეგ, მოვახერხეთ ელისაშვილთან დარეკვა და საკითხთან დაკავშირებით გასაუბრების თხოვნა. მან თანხმობა განაცხადა, თუმცა, დათქმულ დროს ვერ მოიცალა. ვერ მოიცალა ვერც შემდგომ, მიუხედავად მრავალგზის შეხსენებისა და თხოვნისა, რომ შემდგარიყო კომუნიკაცია.

ერთ-ერთი ბოლო სმს შეტყობინება, რომელიც მას გუშინ, 21 ოქტომბრის საღამოს საათებში გაეგზავნა, სიტყვა-სიტყვით, ასეთი შინაარსისაა – „ბატონო ალეკო, ისევ „ბანკები და ფინანსებიდან“ გაწუხებთ. რაც პალიტრას ეთერში განაცხადეთ, მისი დეტალურად ჩაშლა გვინდოდა. ძალიან ვართ დაინტერესებული ასეთ მნიშვნელოვან თემაზე თქვენი კომენტარი მივიღოთ. სამწუხაროდ, თუ ვერ მოახერხებთ, მომიწევს დავწერო, რომ კითხვებს თავს არიდებთ და ეს ძალიან არ მინდა. საკითხი მართლაც აქტუალურია და ამიტომ გვინდა თქვენგან დეტალური ინფორმაცია მივიღოთ. იმედი მაქვს მოახერხებთ და გავისაუბრებთ. მადლობა წინასწარ“.

„წინასწარ მადლობამ“ ვერ გაჭრა – კომუნიკაცია არ შედგა. ფაქტია, საპენსიო საკითხებზე ალეკო ელისაშვილი „ბანკები და ფინანსებთან“ საგნობრივ საუბარს გაექცა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მას კონკრეტულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები არ აქვს. სამწუხაროდ, მისი მხრიდან საგნობრივ მსჯელობაზე თავის არიდება, აჩენს ეჭვს, რომ ის იაფფასიანი პოპულიზმით არის დაკავებული და მას საპენსიო საკითხებზე საგნობრივი მსჯელობის უნარი არ აქვს.

არადა, ბატონი ელისაშვილისთვის გვინდოდა შემდეგი კითხვებით მიგვემართა:

* თქვენ განაცხადეთ, რომ საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. თუ შეიძლება, კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას? რა გარემოებები გაძლევთ მტკიცებით ფორმაში მსგავსი განცხადების გაკეთების შესაძლებლობას?


* ასევე მნიშვნელოვანია რა დონემდე უნდა შემცირდეს საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი, რომელია თქვენთვის მისაღები და რატომ? უშუალოდ რა ტიპის კვლევებსა და ანალიტიკაზე დაყრნობით განსაზღვრეთ ე.წ. მისაღები პროცენტი?

* იცნობთ თუ არა „ბანკები და ფინანსების“ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ მოკვლევას, სადაც გაირკვა, რომ 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტის (ე.წ. საპენსიო სესხების კატეგორია) საპროცენტო განაკვეთი, „ლიბერთიში“, უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ნებისმიერ კომერციულ ბანკში?

* ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ლიბერთი ბანკმა თავის ინტერესების ხარჯზე უნდა შეამციროს, თუ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ საკითხზე? ანუ, პრობლემა „ლიბერთი ბანკშია“, თუ ზოგადად ამ საკითხისადმი მიდგომებსა და არსებულ პოლიტიკაში?

* იცნობთ თუ არა „ლიბერთის“ განცხადებას, სადაც ბანკი სრულად ემხრობა ღია და გამჭვირვალე ტენდერის გამოცხადებას? თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი აზრით მიუღებელი საპროცენტო განაკვეთი „ლიბერთის“ ბრალია, ამ დროს კი ბანკი თავად ითხოვს გამოცხადდეს ტენდერი.

შესაბამისად, ამ განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბანკის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ღია კარის მტვრევას უფრო გავს. როგორ ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი თავად გამოთქვამს ღია ტენდერში მონაწილეობის მზაობად, მაინც ბანკის მოსაგვარებელია საპროცენტო განაკვეთების საკითხი?

ეს არის ის კითხვები და საკითხები, რომელთა ირგვლივაც გსურდა საუბარი საპენსიო სესხების თემატიკით დაინტერესებულ ალეკო ელისაშვილთან. ვერ ვიფიქრებდით, რომ ის, მით უფრო „პალიტრის“ ეთერში გაკეთებული მკაფიო განცხადების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით ჩაღრმავებას და ეკონომიკურ მედიასთან საუბარს თავს აარიდებდა. არადა, მასთან დაკავშირების 2 დღიან უშედეგო მცდელობას, სამწუხაროდ, სხვა ვერაფერი დაერქმევა.

კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ პოლიტიკოსთა მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისინი საპენსიო სესხის და მისი საპროცენტო განაკვეთის გენეზისის საკითხთან დაკავშირებით საგნობრივ საუბარს. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში საგნობრივ საუბარს თავი აარიდა „მოქალაქეების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა. ჩვენს კითხვებს ასევე არ გამოეხმაურა ქ-ნი ანა დოლიძე პარტიიდან „ხალხისთვის“.

მოკლედ რომ ითქვას, საქმე ის არის, რომ უკვე ნეგატიურ ტრადიციად იქცა გარკვეულ პოლიტიკოსთა მხრიდან საპენსიო სესხებზე და მათ საპროცენტო განაკვეთზე საქმიანი საუბრისთვის თავის არიდება. „ბანკები და ფინანსები“ მიიჩნევს, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა სამწუხარო და კატეგორიულად მიუღებელია. დღეს გვაქვს ვითარება, როცა პოლიტიკოსები არსებითი განხილვების, არგუმენტების და კონკრეტიკის ნაცვლად, ფონს გასვლას იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობენ. პოპულიზმს ვარქმევთ იმას, როცა პოლიტიკოსები საკითხის ირგვლივ ისე მსჯელობენ ისე აკეთებენ მტკიცებით ფორმატში განცხადებებს, რომ არანაირი გათვლა, არგუმენტი თუ კვლევა ზურგს არ უმაგრებთ, როცა მათ არ აქვთ რეალურად გააზრებული, როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა. არ აქვთ შესწავლილი საპენსიო მომსახურების ირგვლივ არსებული ტექნიკური დეტალები. და რაც მთავარია, როდესაც საკითხის შესახებ კონკრეტული კითხვები დაისმის, პოლიტიკოსები მსჯელობის წამოწყებას თავს არიდებენ და ყველანაირად ცდილობენ განხილვა ისეთ სიბრტყეში გადაიტანონ, სადაც კონკრეტიკის გარეშე საუბარს შეძლებენ.

რა თქმა უნდა, „ბანკები და ფინანსები“, საკუთარ ფორმატში, მათ ამის საშუალებას არ მისცემს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათ „შეწუხებას“ არაკომფორტული კითხვებით, რომლებზე არგუმენტირებულ პასუხსაც დაინტერესებული საზოგადოება, მათ შორის, შესაძლოა, მათი პოტენციური ამომრჩეველიც კი, მათგან ელის.


Bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up