ალეკო ელისაშვილი საპენსიო საკითხებზე კონკრეტულ კითხვებზე საუბარს მოუცლელობის მიზეზით გაექცა

ალეკო ელისაშვილი საპენსიო საკითხებზე კონკრეტულ კითხვებზე საუბარს მოუცლელობის მიზეზით გაექცა

access_time2022-02-04 21:01:50

„მალე იქნება სამთავრობო კომისიის სხდომა და კომენტარს შემდეგ გავაკეთებ, ახლა არაფერია სალაპარაკო“, – ეს „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის მოკლე ტექსტური შეტყობინებაა „ბანკები და ფინანსების“ თხოვნაზე, კონკრეტულად ესაუბრა საპენსიო საკითხებზე. მანამდე, მისი თანაშემწისგან საუბარზე უარი მივიღეთ, იმ მოტივით, რომ დღეს ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა ბატონ ალეკოს ჩანიშნული, ხოლო ხვალ და ზეგ კი უქმე დღეები მოდის.

ასეა თუ ისე, ფორმას და ფორმატს, ამ შემთხვევაში, აზრი ნაკლებად აქვს,  – ფაქტია, ალეკო ელისაშვილმა „ბანკები და ფინანსებთან“ საპენსიო საკითხებზე კონკრეტულ საუბარს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ თავი აარიდა.

ამგვარი მიდგომა ელისაშვილის მხრიდან უკვე ნეგატიურ ტრადიციად იქცა. ის თამამია, როცა ჩვეული რიხით და შემართებით საუბრობს, რომ აუცილებლად მიაღწევს და შეაწყვეტინებს „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერების „ძარცვას“, რომ აუცილებლად დააკლებინებს არაადამიანურ საპროცენტო განაკვეთს 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე (ე.წ. საპენსიო სესხები). მაგრამ, უბრალოდ ქრება მაშინ, როცა ხვდება, რომ მედია კონკრეტიკას მოსთხოვს – ანუ ჰკითხავს დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთი არის თუ არა საბაზრო? რა კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბანკი ძარცვავს პენსიონერებს, რას თვლის სამართლიან საპროცენტო განაკვეთად და რა არგუმენტებზე დაყრდნობით, იქნება თუ არა თანახმა, თუკი გადაწყდება, რომ პენსიონერების სესხის პროცენტი, ან მისი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტმა, ანუ გადასახადის გადამხდელებმა დაასუბსიდირონ და სხვა. კონკრეტული კითხვა ბევრია, ელისაშვილის კონკრეტული პასუხი, სამწუხაროდ, არც ერთი.

დარწმუნებული ვართ, ნებისმიერი მედია და ყველა ადამიანი მხოლოდ მოხარული იქნება, თუკი პენსიონერთა, და არა მარტო მათი, სოციალური მდგოამრეობა ხელის ერთი დაკვრით სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ რეალობაში ასე არ ხდება და ვერც მოხდება. ამის მიღწევა  ჯანსაღი, შედეგზე ორიენტირებული მუშაობით და თანამშრომლობით (მათ შორის, მედიასთან) არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, დღემდე საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილი მხოლოდ პოპულიზმის გზას ირჩევს. მით უმეტეს, ამ გზამ, თუნდაც ბოლო არჩევნებში, მას საარჩევნო ბარიერის გადასალახად საჭირო მხარდაჭერაც კი ვერ მოუტანა.


და ისევ, ასეა თუ ისე,  „ბანკები და ფინანსების“ დიქტოფონი მუდამ ჩართული რჩება ალეკო ელისაშვილისთვის საიმისოდ, რომ მან საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ჩვენს მკითხველს გაუზიაროს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ დაგვამადლოს.

და აქვე, – თუკი ბატონო ალეკო თავად წყვეტს, როდის უნდა ილაპარაკოს ამა თუ იმ საკითხზე მედიის ინტერესის საპასუხოდ, ნურც მედიისგან იწყენს მისი (მო)ქმედების, ანუ ფაქტობრივი გარემოების ინტერპრეტაციას. – „ბანკები და ფინანსები“ მიიჩნევს, რომ არათუ სალაპარაკო არაფერია სამთავრობო კომისიის სხდომამდე, არამედ, კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებით, მან მხოლოდ ის თქვა, რომ საპენსიო საკითხზე საგნობრივად სასაუბრო მას არაფერი აქვს.

Bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up