ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნიდან „მაკდონალდსის“ გასვლას დადებითად აფასებს და ამის გამო ღმერთს მადლობას უხდის.
"აგროინდუსტრიული კომპლექსის მოწინავე თანამშრომლების " პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ლუკაშენკომ ბელორუსებს სამამულო წარმოების პროდუქტის ჭამისკენ მოუწოდა.
ზოგიერთმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ალბათ, შუახნის და უფროსი ასაკის ხალხმა დაიწყო ოხვრა და კვნესა: „ოჰ, „მაკდონალდსი“ მიდის“, მე კი ვფიქრობ: მადლობა, უფალო, რომ გვტოვებს!“- განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ქვეყნიდან გასული უცხოური რესტორნების ქსელის ადგილი ბელარუსულმა ბრენდებმა უნდა დაიკავონ.
„რა, ჩვენთან ფუნთუშას შუაზე ვერ გაჭრიან და ხორცს, კარტოფილს და სალათს ვერ ჩაუდებენ? ღმერთო, ამას ვინ მოიხმარს, არ ვიცი,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ერთი კვირის წინ „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელმა ბელარუსიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მის ადგილზე, ისევე როგორც რუსეთში, გაიხსნება რესტორნები სახელწოდებით - „Вкусно — и точка“.