ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე - ჩვენი რეაგირება უნდა იყოს პირველ რიგში ვაქცინაციის პროცესის აქტიური წარმართვა, არსებული რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად დაცვა

ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე - ჩვენი რეაგირება უნდა იყოს პირველ რიგში ვაქცინაციის პროცესის აქტიური წარმართვა, არსებული რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად დაცვა

access_time2022-01-17 14:20:00

საქართველოშიც მოსალოდნელია, რომ დინამიკაში ეპიდვითარება გაუარესდება. მნიშვნელოვანია, თუ როგორი რეაგირება იქნება როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე საზოგადოების, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ ჩვენ ეს ტალღა, - ასე აფასებს ეპიდვითარებას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, არსებითად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და ასევე ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება, რომ არ მოხდეს „ომიკრონის“ კიდევ უფრო სწრაფი გავრცელება. იგი ასევე გასცემს რეკომენდაციებს ახალი შტამის სწრაფი გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა, ამაზე მეტყველებს ყველა ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს ამ ბოლო პერიოდში. მსოფლიოში გაუარესდა ეპიდსიტუაცია და საქართველოშიც მოსალოდნელია, რომ დინამიკაში კიდევ უფრო გაუარესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა რეაგირება მოჰყვება როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ ეს ტალღა.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვაქცინაციის პროცესი, მით უმეტეს ვიცით, რომ დღეს განახლდა სასწავლო პროცესი, რაც მობილობას კიდევ უფრო გაზრდის და მობილობის გაზრდა რა თქმა უნდა ეპიდემიების და პანდემიების დროს არის რისკების შემცველი. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოზარდების დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, რამაც შეიძლება კიდევ უფრო ხელი შეუწყოს დაავადების სწრაფ გავრცელებას. ჩვენი რეაგირება უნდა იყოს პირველ რიგში ვაქცინაციის პროცესის აქტიური წარმართვა, არსებული რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად დაცვა. „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და უფრო მკაცრად უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, როგორიც არის პირბადის გამოყენება, ფიზიკური დისტანცირება, თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება, თუ ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არ არის“, -განაცხადა გოგინავამ.


ამასთან, ინფექციონისტი განმარტავს, ახალ, „ომიკრონ“ შტამს არ აქვს რთული მიმდინარეობა და გამომდინარე აქედან, ჰოსპიტალიზაციის რისკები.

„საერთაშორისო კვლევები, ჩვენი უკვე არსებული პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ „ომიკრონს“ მეტნაკლებად უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და დაახლოებით ორჯერ არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის რისკები „ომიკრონის“ დროს, ვიდრე ეს იყო „დელტა“ შტამისას. ასევე „ომიკრონს“ ნაკლებად ახასიათებს ფილტვების დაზიანება. აქედან გამომდინარე „ომიკრონი“ შეიძლება შევაფასოთ, რომ კლინიკური მიმდინარეობით არის უფრო მსუბუქი, მაგრამ ამის აღქმა ისე, რომ თითქოს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და ყველა ადამიანი, ვისაც დაემართება წავა მსუბუქად, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ეს ასე არ არის“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up