ალექსანდრე გოგინავა - „მაიმუნის ყვავილს“ არ აქვს უნარი, ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს

ალექსანდრე გოგინავა - „მაიმუნის ყვავილს“ არ აქვს უნარი, ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს

access_time2022-06-16 00:00:00

დაავადების გავრცელების იმ დინამიკიდან გამომდინარე რაც გვაქვს მსოფლიოში, საქართველოშიც მოსალოდნელი იყო, რომ „მაიმუნის ყვავილი“ დაფიქსირებულიყო. ამაში განსაკუთრებით საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.


როგორც გოგინავამ აღნიშნა, ზოგადად, მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი მიმდინარეობის.


მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც საქართველოში დაუდასტურდა „მაიმუნის ყვავილი“, უკვე გამოჯანმრთელებულია.


„​როგორც ინფორმაცია გვაქვს, საქართველოში დადასტურებული პაციენტის მდგომარეობა, იყო საშუალო სიმძიმის და უკვე გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი არ გვაქვს. აუცილებელია როგორ მოსახლეობამ, ასევე სამედიცინო დაწესებულებებმა იცოდნენ, რაზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს ერთეული შემთხვევები. დიდი ალბათობით, ამ დაავადებას არ აქვს უნარი ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს. ჩვენს ქვეყანაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი გლობალური პრობლემა შექმნას, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში იყოს. საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის დროს სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. რაც შეეხება მძიმე მიმდინარეობას, არსებობს სპეციალური ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და ეფექტურია. ვაქცინაც საკმაოდ ეფექტურია და ის გამოიყენება დაავადების პრევენციისთვის და უკვე არსებული „ყვავილის“ ვაქცინაც გვიცავს ინფიცირებისგან და მძიმე მიმდინარეობისგანაც“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.



ინფექციონისტმა დაავადების სიმპტომებზეც ისაუბრა.


„ორსული დედისგან შვილზე გადაცემის ფაქტები ამ ეტაპზე აღრიცხული არ არის. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ამ დაავადების გავრცელება მოხდება საქართველოში, ეს იქნება შემოტანილი შემთხვევები, მნიშვნელოვანია ადამიანს აქვს თუ არა მოგზაურობის ანამნეზი. სიმპტომებს რაც შეეხება, იწყება მწვავედ, ახასიათებს როგორც წესი ტემპერატურული რეაქცია, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება და ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარი, რომელიც დაავადების 3-4 დღეს ვითარდება და გრძელდება ორიდან ოთხ კვირამდე, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე“, – განაცხადა გოგინავამ.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up