ალექსანდრე გოგინავა - ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის სწრაფმა გავრცელებამ შესაძლოა, ვირუსის მე-6 ტალღა გამოიწვიოს, არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს

ალექსანდრე გოგინავა - ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის სწრაფმა გავრცელებამ შესაძლოა, ვირუსის მე-6 ტალღა გამოიწვიოს, არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს

access_time2021-12-14 16:00:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმ-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კვლევების მიხედვით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ვრცელდება იმ რეგიონებსა და ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოში ვაქცინაციისგააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია.


როგორც გოგინავა ამბობს, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელებას ასევე ხელს შეუშლის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გასცემენ.


„კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად ეს ახალი შტამი და ზოგადად, კორონავირუსი ვრცელდება იმ რეგიონებში და ქვეყნებში, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი მეტად ზრდის რისკებს. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი წავიდეს მეტად აქტიურად, რათა ჩვენ მეტ-ნაკლებად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ასევე ზოგადი რეკომენდაციები, პირბადის ტარება, დისტანცირება, რადგან ეს არის მექანიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის რესპირაციული ინფექციების გავრცელებას, მათ შორის „ომიკრონის“ გავრცელებასაც შეუშლის ხელს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.



ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის სწრაფი ტემპით გავრცელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ამან კორონავირუსის მე-6 ტალღა გამოიწვიოს. გოგინავას თქმით, ახალ შტამთან დაკავშირებით საიმედო ინფორმაციაც არსებობს, რომ დაავადებას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.


„შედეგები დამოკიდებულია, რამდენად მაღალი იქნება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზე არის ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი. ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გოგინავამ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up