სპეციალისტების შეფასებით, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ვირუსს მარტივი მიმდინარეობის მიუხედავად, მას თან ახლავს გართულებები. მისი სამი მკვეთრად გამოხატული სიმპტომია: გულისრევა, წელის ტკივილი და ღამით ოფლიანობაა, რითაც შეგვიძლია განვასხვაოთ სხვა შტამებისგან. ეპიდემიოლოგები განსაკუთრებით ასაკოვან მოსახლეობას ბუსტერ დოზით აცრისკენ კვლავ მკაცრად მოუწოდებენ და იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ამიტომ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვნებისთვის და იმ სეგმენტისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და მძიმე მიმდინარეობის რისკები“, - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge