ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში წესრიგი, საპროტესტო ქმედებების არარსებობა და თავისი მხარდამჭერების უსაფრთხოების გარანტიები ხელისუფლებიდან წასვლის პირობად დაასახელა.
„ხელისუფლებიდან წასვლის ჩემი მთავარი პირობა ის არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი იყოს, რომ არ იყოს საპროტესტო ქმედებები, ქვეყანა რომ არ ააყირავონ. ეს მთავარი პირობაა. მეორე პირობა ის არის, რომ თუ ხელისუფლებაში ისინი მოვლენ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერებს ერთი ღერი თმა არ უნდა ჩამოუვარდეთ“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ სამართლიანი და ღია საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
imedinews.ge