„სილქ ბანკს“ ახალი აქციონერები ჰყავს.
რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკში განთავსებული კაპიტალი 62 946 400 ლარამდე გაიზარდა. კაპიტალის გაზრდისთვის ბანკმა დამატებით, 18 000 ცალი აქცია გამოუშვა, თითო 100 ლარის ნომინალური ღირებულებით. ახალი აქციების შეძენის უფლება კი, „სილქ ჰოლდინგს“ მიენიჭა, რომლის წილი ბანკში 2.85% იქნება.
„სილქ ჰოლდინგის“ 100% -ის მფლობელი კომპანია „ ნექსუსია“. „ნექსუსს“ კი 3 აქციონერი ჰყავს: ალექსანდრე ხეთაგური 90%, ალექსი ხოროშვილი -5%, დავით მელიქიძე - 5%.
ალექსანდე ხეთაგური იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი (2012 წ.); საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი (2007-2012 წწ.); საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; მუშაობდა საქართველოს ენერეგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. 2012 წლიდან დღემდე კი ის არის კომპანია “სოკარ გაზ დისტრიბუშენი”-ს დირექტორი.
სს „სილქ ბანკის“ აქციების 61.7639% „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს. ბენეფიციარი აქციონერები არიან: გიორგი რამიშვილი, დევიდ ფრანც ბორგერი და ალექსი თოფურია. აქციების პაკეტის 38.23%-ს შპს „პარტომტას“ მფლობელი ერკინ ტატიშევი ფლობს.