საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა კიდევ ერთი კვირის და შესაძლოა მეტის განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
ზელესნკის ოფისის მრჩევლის თქმით, რუსეთი დატოვებს კონტიგენტის ნაწილს კიევის მახლობლად, რათა შეაჩეროს უკრაინის ჯარების მოქმედებები და არ მოხდეს მათი გადაყვანა რთულ მიმართულებებზე.
არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალებს ათავსებს უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზონაში, რათა იქ უპირატესობა მოიპოვოს და უკრაინული ძალები ალყაში მოაქციოს.