ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ ის კოლონიაში პროფკავშირების შექმნისთვის საჯარიმო იზოლატორში მოათავსეს

ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ ის კოლონიაში პროფკავშირების შექმნისთვის საჯარიმო იზოლატორში მოათავსეს

access_time2022-08-15 21:00:55

ვლადიმირის რაიონის მაღალი უსაფრთხოების მე-6 კოლონიაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, თავისი სოციალურ ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ის სასჯელაღსრულების საჯარიმო იზოლატორში მოათავსეს.

 

"მივესალმოთ ყველას საჯარიმო იზოლატორიდან. ნამდვილი პროფკავშირული ბრძოლა არასოდეს არის ადვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფკავშირზე ციხეში. კრემლს სურს იხილოს მდუმარე მონებისგან შემდგარი თავისი გულაგი. და აი, იმის ნაცვლად, რომ მოწყალება ვითხოვო, ვიღაცას ვაერთიანებ და გარკვეული კანონების დაცვას მოვითხოვ,"- წერს ნავალნი.

 

მსჯავრდადებული რუსი ოპოზიციონერის თქმით "ბარაკის კომისიაზე" იგი გამოიძახეს თითქოს იმის გამო, რომ "პრომზონის სათვალთვალო ვიდეოზე გამოჩნდა, რომ პატიმარს რეგულარულად აქვს ზედა ღილების გახსნილი სპეციალური ტანსაცმელზე. "ეს, ცხადია, მე მახასიათებს როგორც გამოუსწორებელ ბოროტმოქმედს. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამაგდონ საჯარიმო იზოლატორში. ჯერ-ჯერობით სამი დღე-ღამით. მაგრამ, თუ მე არ შევცვლი გადაწყვეტილებას, მაშინ საჯარიმო იზოლატორი ჩემ მუდმივ რეზიდენციად იქცევა", - წერს ნავალნი.

 

ნავალნიმ მანამდე პატიმართა და კოლონიების თანამშრომელთა პროფკავშირი შექმნა. პროფკავშირმა, როგორც მან თქვა, უკვე მოახერხა პირველი შედეგების მიღწევა: სამკერვალო საამქროში ტაბურეტები ზურგიანი სკამებით შეცვალეს.


 

ამის შემდეგ, როგორც პოლიტიკოსმა თქვა, მას ყოველდღიურად იბარებდნენ სადისციპლინო კომისიაში და ასევე გადასცეს "გაფრთხილება მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ." საჯარიმო საკანში, მისი თქმით, ის აპირებს დაწეროს ინსტრუქციები პატიმრებისთვის სამუშაო ადგილზე მათი უფლებების შესახებ.

 

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან, რომელშიც პირველ ვადას იხდიან პატიმრები, გადაიყვანეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ვლადიმირის ოლქის ქალაქ მელეხოვოში. ამის შესახებ ნავალნიმ 15 ივნისს განაცხადა სოციალურ ქსელებში.

 

2021 წელს ნავალნის პირობითი პატიმრობა რეალურით შეუცვალეს „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით და ვლადიმირის ოლქში, პოკროვის მე-2 კოლონიაში გაგზავნეს. მარტში მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ მას 9 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა, თაღლითობისა და სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო. პოლიტიკოსის მომხრეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იდევნება.

 

მელეხოვოს მე-6 კოლონიის პატიმრები წამების შესახებ ჩიოდნენ ხოლმე. შარშან მარტში „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა ნაწყვეტები ყოფილი პატიმრის, ივან ფომინის წერილებიდან, რომლებშიც ის აღწერს ცემის, წამებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებს. ნავალნიმ ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეიტყო, რომ მელეხოვოში გადაყვანას უპირებდნენ. როგორც მაშინ აცხადებდა, პატიმრებმა მას შეატყობინეს, რომ ამ კოლონიაში ოპოზიციონერისთვის ამზადებენ „ციხეს ციხეში".


Radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up