უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებისთვის მოხდება.
მისი თქმით, უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ლენდ-ლიზის პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.
„ლენ-ლიზი მხოლოდ ერთი წყაროა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან სწავლებას მათ ჰაუბიცებზე - Panzerhaubitze 2000. ძალიან კარგი და ხარისხიანი იარაღია.
პირველი სერიოზული იარაღი, სერიოზული რაოდენობით, ვფიქრობ ივლისზე ადრე არ ჩამოვა“,- განაცხადა არესტოვიჩმა.