ბელარუსმა უფლებადამცველმა ალეს ბიალიაცკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა — ამის შესახებ Reuters წერს.
„მშვიდობის პრემიის ლაურეატები თავიანთ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას ითხოვდნენ“, - წერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი.
ალეს ბიალიაცკი ბელარუსის რეჟიმის მსხვერპლია და ის ამჟამად ციხეში იმყოფება.
თაკო კვაჭანტირაძე